From Wikipedia, the free encyclopedia
ნალჩიკი (რუს. На́льчик [ნალჩიკ], ყაბ. Налшык [ნალშიკ], ყარაჩ.-ბალყ. Нальчик) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 240 095 კაცს, 2010 წლის აღწერის მიხედვით.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნალჩიკი რუს. Нальчик | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 43°29′00″ ჩ. გ. 43°37′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Q109493053? | ||||
დაარსდა | 1724[1] , 1822 და 1818 | ||||
ფართობი | 67 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 512 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ყაბარდოული ენა, ბალყარული ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 265 162 (2017)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 8662 | ||||
საფოსტო ინდექსი | 360000–360051 და 360000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://na.adm-kbr.ru/ | ||||
ქალაქის სახელის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნოდ ითვლება, რომ ქალაქმა თავისი სახელწოდება მიიღო მთის ფორმისაგან, რომლის ტერიტორიაზეც არის გაშენებული. ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის ენაზე ითარგმნება როგორც ნალი. გეოგრაფიულად ქალაქი გაშენებულია მთის გარშემო, ნალის ფორმით. ამიტომაც, ქალაქის ემბლემას ნალი წარმოადგენს.
ციხე-ქალაქი ნალჩიკი დაარსდა 1818 წელს (ზოგიერთი მონაცემით, პირველი დასახლება დათარიღებულია 1724 წლით). სამხედრო დასახლება ციხე-ქალაქში გაჩნდა 1838 წლიდან, ამ დროისთვის იქ 2300 ადამიანი ცხოვრობდა.
1921 წლიდან ნალჩიკი ყაბარდოს ცენტრია, 1922 წლიდან - ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქის ცენტრია, ხოლო 1936-1991 წლებში ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. 1991 წლიდან ქ. ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
სათაურის ტექსტი |
---|
ყაბარდოელები (ადიღეელები) - 138 807 კაცი (46,2 %) |
რუსები - 88 457 კაცი (29,4 %) |
ბალყარელები - 46 155 კაცი (15,4 %) |
ოსები - 5 262 კაცი (1,7 %) |
ჩეჩნები - 3 488 კაცი (1,2 %) |
უკრაინელები - 2 902 კაცი (1 %), |
სომხები - 2 099 კაცი (0,7 %) |
ქართველები - 1 201 კაცი (0,4 %) |
თათრები - 1 148 კაცი (0,4%) |
ებრაელები (მთიელი ებრაელები) - 1 148 კაცი (0,4) |
სხვა ეროვნების ხალხი - 9 725 კაცი (3,2 %) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.