From Wikipedia, the free encyclopedia
ნადიმი ყვავებისთვის (ინგლ. A Feast for Crows) — მეოთხე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2005 წლის 17 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის 8 ნოემბერს შედგა.[2]
„ნადიმი ყვავებისთვის“ | |
---|---|
A Feast for Crows | |
ამერიკული გამოცემის ყდა | |
ავტორი | ჯორჯ რ. რ. მარტინი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ყინულისა და ცეცხლის სიმღერა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Opus Press |
გამოცემის თარიღი |
ოქტომბერი, 2005 (ბრიტანეთი) ნოემბერი, 2005 (აშშ) |
მედია | ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები) |
გვერდი |
ბრიტანული გამოცემა: 704 (მაგარი), 852 (რბილი) აშშ გამოცემა: 753 (მაგარი), 784 (რბილი) |
oclc | 61261403 |
წინამორბედი | ხმლების ქარიშხალი |
მომდევნო | ცეკვა დრაკონებთან |
ISBN |
ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224743-7 (მაგარი) აშშ გამოცემა: ISBN 0-553-80150-3 (მაგარი), ISBN 0-553-58202-X (რბილი) |
2005 წლის მაისში მარტინმა განაცხადა, რომ დაუსრულებელი ნამუშევრის დიდი მოცულობის გამო, მან და მისმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს, რომ ის ორ ნაწილად გაეყოთ.[3] უბრალოდ შუაზე გაყოფის ნაცვლად, მარტინმა მასალა გაყო პერსონაჟებისა და მოქმედებების ადგილების მიხედვით. შედეგად სერიის მეოთხე და მეხუთე წიგნებში მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს.[3]
ნადიმი ყვავებისთვის იყო პირველი რომანი სერიაში, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში.[4] ფენტეზის მწერლებს შორის ეს მანამდე მხოლოდ რობერტ ჯორდანმა[5][6][7][8][9] და ნილ გემანმა შეძლეს.[10] 2006 წელს რომანი ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოებზე.[11]
წიგნი მოთხრობილია 12 პერსონაჟის პერსპექტივიდან. წინა რომანებისგან განსხვავებით, მათ შორის რამდენიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟის თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.