From Wikipedia, the free encyclopedia
ნაბეჭდი მონტაჟი — ელექტრონული აპარატურის მონტაჟის ხერხი, რომლის მეშვეობით ელექტრო- და რადიოელემენტების შეერთება (მ. შ. მაეკრანებელი ელემენტისაც) ხდება ნაბეჭდ დაფაზე განლაგებული საკონტაქტო ბაქნებიანი თხელი ელექტროგამტარი ზოლებით (გამტარებით). ნაბეჭდი მონტაჟი საშუალებას იძლევა შემცირდეს აპარატურის გაბარიტები და მასა, დაინერგოს მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიური პროცესები. ნაბეჭდი მონტაჟის გამოყენებისას მნიშვნელოვნად იზრდება ნაკეთობის საიმედოობა, მცირდება მასალის ხარჯი და შრომითი დანახარჯები. ელემენტებს აერთებენ ფოტოლითოგრაფიის მეთოდით, ვაკუუმური ან კათოდური დამტვერვით, ელექტროქიმიური დალექვით და სხვა. ნაბეჭდი მონტაჟის გამოყენება მრავალშრიან ნაბეჭდ დაფებზე ელემენტთა შესაერთებლად მონტაჟის სიმკვრივის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. ნაბეჭდ მონტაჟს იყენებენ მცირეგაბარიტიანი რადიოელექტრონული აპარატურის დამზადების დროს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.