![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6a/Amazona_amazonica_%25281%2529.jpg/640px-Amazona_amazonica_%25281%2529.jpg&w=640&q=50)
მწვანე თუთიყუში
From Wikipedia, the free encyclopedia
მწვანე თუთიყუში[1] (ლათ. Amazona) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 30 თანამედროვე და 2 ამომწყდარ სახეობას.[2] გავრცელებული არიან ამერიკაში — მექსიკიდან ლა-პლატამდე. საშუალო ზომის ფრინველებია, კუდი მოკლე აქვთ; შეფერილობაში ჭარბობს მწვანე ფერი წითელი, ყვითელი და ცისფერი შენარევებით. ამაზონური თუთიყუში (A. amazonica) ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში; მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ. ბუდობს ფუღუროებში. მკვიდრი ფრინველია. იკვებება ნაყოფებით. ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.
სწრაფი ფაქტები მწვანე თუთიყუში, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მწვანე თუთიყუში | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ამაზონური თუთიყუში (Amazona amazonica) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Amazona (Lesson, 1830) | |||||||||||||
|
დახურვა