From Wikipedia, the free encyclopedia
მშვიდობიანი რევოლუცია (გერმ. Friedliche Revolution) იყო სოციოპოლიტიკური ცვლილების პროცესი, რამაც განაპირობა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრების გახსნა დასავლეთთან, გერმანიის სოციალისტური ერთობის პარტიის (SED) პოლიტიკური დასრულება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (აღმოსავლეთ გერმანია), რამაც საბოლოოდ შექმნა ხელსაყრელი გარემო საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლისათვის. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი გამოიწვია გერმანიის გაერთიანება 1990 წლის ოქტომბერში. ეს ყველაფერი განხორციელდა არაძალადობრივი ინიციატივებისა და დემონსტრაციების საშუალებით. ცვლილების ამ პერიოდს გერმანულად ასევე უწოდებენ Die Wende („გარდამტეხი წერტილი“).
ეს მოვლენები მჭიდრო კავშირში იყო საბჭოთა კავშირის ლიდერ - მიხაილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა დაევიწყებინა აღმოსავლეთ ევროპაში ჰეგემონობის სურვილი, ასევე, ხელი უნდა აეღო რეფორმისტულ მოძრაობებზე, რომლებიც გავრცელებული იყო აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში. საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების მიზეზებს ემატებოდა ისიც, რომ გდრ-ს ჰქონდა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ნაკლებობა. აგრეთვე, მასე ჰქონდა მკვეთრად მზარდი ეროვნული ვალი, რამაც საბოლოოდ დააჩქარა სოციალისტური ერთობის პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ცალმხრივი სახელმწიფოს დესტაბილიზაცია.
გდრ-ის შიგნით მიმდინარე რეფორმებში მონაწილეობას იღებდნენ ინტელექტუალური და საეკლესიო მოღვაწეები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მიწისქვეშა ოპოზიციაში. ხალხი, რომელიც აქამდე ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევას, რადგან აღარ ჰქონდათ ძალა მშვიდობიანი დემონსტრაციებისთვის. ისინი აღარ იყვნენ მზად ძალადობისა და რეპრესიების საფრთხის წინაშე.
80-იანი წლების ბოლოს მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პირობებში აღმოსავლეთის ბლოკის ხალხებისადმი საბჭოთა პოლიტიკამ ფუნდამენტური ცვლა დაიწყო. ეს იყო მნიშვნელოვანი დემონსტრაციების პრელუდია ფართოდ გავრცელებული სოციალისტური ერთობის პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ გერმანიას მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაარსდა 1949 წლის 7 ოქტომბერს.[1] წინა აჯანყებები - აღმოსავლეთ გერმანიის (1953), ჩეხოსლოვაკიის (1953), პოლონეთის (1956), უნგრეთის (1956) და პრაღის გაზაფხული (1968) - უხეშად იქნა ჩახშობილი საბჭოთა ჯარების მიერ.[10] საბჭოთა რეაქცია 1980-1981 წლების პოლონეთის კრიზისზე უკვე იყო ერთ-ერთი არა ჩარევითი გზა სხვის პოლიტიკაში.
გლასნოსტის (გახსნილობა) პოლიტიკის ინიციირებამ და პერესტროიკის (ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის) იდეების აუცილებლობით შეპყრობილმა გორბაჩოვმა, 1989 წლის ივლისში, ნება დართო ვარშავის პაქტის ერებს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გაეტარებინათ.[11]
საბჭოთა ბლოკის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკა ოფიციალურად გამოცხადდა საბშოთა კავშირის მიდგომად გორბაჩოვის მიერ 1989 წლის 26 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც ის აცხადებდა, რომ: „საბჭოთა კავშირს არ აქვს არანაირი მორალური ან პოლიტიკური უფლება, ჩაერიოს აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობლების საქმეებში“. ეს გახლდათ მოხსენიებული, როგორც სინატრას დოქტრინა, გორბაჩოვის სპიკერის - გენადი გერასიმოვის მიერ, რომელმაც ხუმრობით თქვა: „თქვენ იცით ფრენკ სინატრას სიმღერა, „მე ეს გავაკეთე ჩემი გზით?“ უნგრეთი და პოლონეთი ყველაფერ ამას თავისი გზით გააკეთებენ.“ [12]
აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკა უფრო ძლიერი იყო ვიდრე აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნების და იგი ყველაზე წარმატებული იყო CMEA-ს ქვეყნებს შორის. ეს იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, თუმც ის ძალიან დაქვემდებარებულ პოზიციაში იმყოფებოდა. ეს იყო ტექნოლოგიის წმინდა ექსპორტიორი. მისი საერთო ენა, კულტურული და პირადი კავშირები დასავლეთ გერმანიასთან დაეხმარა ეკონომიკის გაძლიერებაში.[13] მისი ვაჭრობა დასავლეთ გერმანიასთან შეადგენდა დასავლეთის ქვეყნების მთლიანი ვაჭრობის 50-60 %-ს.[14]
აღმოსავლეთ გერმანიის მუშები იღებდნენ მეტ შემოსავლებს, ვიდრე სხვა კომუნისტური ქვეყნების წარმომადგენლები. მათ უკეთესი საცხოვრებელი ჰქონდათ, ვიდრე კომუნისტური ქვეყნების უმეტესობას, მაგრამ ისინი საკუთარ თავს ადარებდნენ დასავლეთ გერმანელებს, რომლებიც ბევრად უკეთესები იყვნენ და ეს უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი იყო.[14]
პრაქტიკაში, გდრ-ის არჩევნები არ იყო რეალური არჩევანი, რომელიც შედგებოდა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც კენჭს უყრიდნენ „ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატების წინასწარ შერჩეულ სიას. ნაციონალური ფრონტი, თეორიულად, პოლიტიკური პარტიების ალიანსი იყო, მაგრამ მათ ყველას აკონტროლებდა SED პარტია, რომელიც მართავდა ვოლსკამაერს (აღმოსავლეთ გერმანიის საკანონმდებლო ორგანო). არჩევნების შედეგები, ზოგადად, დაახლოებით 99%-იანი „დიახ“ იყო წარმოდგენილი სიის სასარგებლოდ. ამასთან, 1989 წლის 7 მაისის არჩევნებამდე გაჩნდა მთავრობის მხრიდან ეჭვი, რომ მოქალაქეები უკმაყოფილების ღია ნიშნებს გამოხატავდნენ. ამის გამო, SED შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ შეიძლება დიდი რაოდენობის „არა“ მიეღოთ არჩევნებზე. გაიზარდა „Ausreiseantrag-ის“ განაცხადების რაოდენობა (ქვეყნიდან გასვლის ნებართვა) და გაიზარდა უკმაყოფილება საბინაო პირობებისა და ძირითადი პროდუქტების დეფიციტის გამო.[15]
აღმოსავლეთ გერმანელებს თვალს ადევნებდნენ ახალ ამბებს ტიანანმენის მოედნის დემოკრატიულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით 1989 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, დასავლეთ გერმანიის სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით. როდესაც ჩინეთის რეჟიმმა სასტიკად დაშალა მიტინგი 3-4 ივნისს, რამდენიმე ასეული და შესაძლოა რამდენიმე ათასი მომიტინგე დაიღუპა. ამან შეშფოთება გამოიწვია აღმოსავლეთ გერმანიის ახალ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც მაისში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იყო შექმნილი. „ჩვენ ძალიან გვეშინოდა ჩინური გამოსავლის ჩახშობის გამეორების შესაძლებლობის გამო,“ - აცხადებდა ლაიფციგში მდებარე ნიკოლაიკირშის პასტორი კრისტიან ფუჰერი.
SED-ის ოფიციალური მხარდამჭერი გაზეთი - Neues Deutschland-მა, მხარი დაუჭირა ჩინეთის ხელისუფლების განხორციელებულ ზომებს. გერმანიის სახალხო კონგრესმა გამოაცხადა, რომ ეს იყო „კონტრრევოლუციური ძალების მარცხი“. სამოქალაქო უფლებების 16 აქტივისტი აღმოსავლეთ ბერლინში დააპატიმრეს ჩინეთის მთავრობის ქმედებების გაპროტესტების დროს.[16]
მას შემდეგ, რაც უნგრეთმა და ჩეხოსლოვაკიამ უფლება მისცეს აღმოსავლეთ გერმანელებს თავიანთი საზღვრებით დასავლეთისაკენ გადასულიყვნენ. ვერაფერი გააკეთა ამის შესაჩერებლად გდრ-ის მთავრობამ. 4-5 ნოემბერს, ბერლინის კედლის გახსნამდე შაბათ-კვირას, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.[17] 1989 წლის 9 ნოემბრის საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუნტერ შაბოვსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ გერმანელებს შეეძლოთ თავისუფლად ემოგზაურათ ბერლინის კედლის იქით.[18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.