From Wikipedia, the free encyclopedia
მუჰამედ ალი შაჰ ყაჯარი (სპარს. محمدعلی شاه قاجار; დ. 21 ივნისი, 1872 — გ. 5 აპრილი, 1925) — ირანის მეექვსე შაჰი ყაჯართა დინასტიიდან 1907-1909 წლებში. ტახტზე ავიდა მამის, მოზაფარ ალ-დინ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის 3 იანვარს.
მუჰამედ ალი შაჰი | |
---|---|
محمدعلی شاه قاجار | |
ყაჯართა ირანის მე-6 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 იანვარი, 1907 |
მმართ. დასასრული: | 16 ივლისი, 1909 |
წინამორბედი: | მოზაფარ ალ-დინ შაჰი |
მემკვიდრე: | აჰმედ შაჰ ყაჯარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 ივნისი, 1872 |
დაბ. ადგილი: | ამოლი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 5 აპრილი, 1925 |
გარდ. ადგილი: | სანრემო, იტალია |
შვილები: |
ჰუსეინ ალი მირზა გოლამ ჰუსეინ მირზა აჰმედ შაჰ ყაჯარი მუჰამედ ჰასან-მირზა მეჯიდ მირზა მაჰმუდ მირზა ჰატიჯე ხანუმი ასიე ხანუმი |
დინასტია: | ყაჯარები |
მამა: | მოზაფარ ალ-დინ შაჰი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
დაიბადა 1872 წლის 21 ივნისს, ამოლში. მაშინ ირანის შაჰი იყო მისი პაპა, ნასერ ალ-დინ შაჰი. მამამისი, მოზაფარ ალ-დინ შაჰი იყო მოზაფარ ად-დინ მირზა.
ტახტზე ასვლისთანავე, ის წავიდა მისი წინამორბედის, მოზაფარ ალ-დინ შაჰის მიერ მიღებული კონსტიტუციის წინააღმდეგ. იგი თვლიდა, რომ ეს კონსტუტუცია, „ეროვნული საკონსულტაციო ასამბლეა“, ეწინააღმდეგებოდა ისლამურ კანონებს, ამიტომ იგი გააუქმა.
პარლამენტმა, მუჰამედ ალი შაჰის ამ გადაწყვეტილების მიღების შედეგად დაკარგა ძალიან დიდი ძალა. ამიტომ პარლამენტის წევრებს შესძულდათ მათი შაჰი და წავიდნენ მის წინააღმდეგ. მუჰამედ ალი შაჰმა უფრო მკაცრ ზომებსაც მიმართა — მან მთლიანად დაითხოვა პარლამენტი, რადგან მათი ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავდა, რის შედეგადაც მათი კიდევ უფრო მეტად განრისხება გამოიწვია.
იმ დღიდან, ყოფილი პარლამენტის წევრები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩამოეგდოთ ტახტიდან მუჰამედ ალი შაჰი, ტახტზე დაესვათ მისი მცირეწლოვანი ვაჟი — აჰმედ მირზა (მომავალში აჰმედ შაჰ ყაჯარი.) და მუჰამედ ალი შაჰი იძულებული გაეხადათ გაქცეულიყო ირანიდან და თავი შეეფარებინა რომელიმე ქვეყნისათვის.
ორ წელიწადში მათ ამ გეგმის განხორციელება მოახერხეს. მუჰამედ ალი შაჰი იძულებული გახადეს ტახტიდან გადამდგარიყო და ირანის შაჰად ეღიარებინა თავისი ვაჟი (რომელიც მომავალში ყაჯარების ბოლო წარმომადგენელი გახდა). 1909 წლის 16 ივლისს, იგი ოფიციალურად გადადგა.
ცოტა ხანში ის იძულებული გახდა ირანიც დაეტოვებინა. თავიდან თავი შეაფარა ოდესას (მაშინდელი რუსეთი დღევანდელი უკრაინა), შემდეგ იყო კონსტანტინოპოლშიც.
1923 წელს, მისი ვაჟი, აჰმედ შაჰ ყაჯარიც გააძევეს ევროპაში.
საბოლოოდ გარდაიცვალა იტალიის ქალაქ სანრემოში, 1925 წლის 5 აპრილს, მაშინ, როცა ის იყო 53 წლის. ზუსტად ამავე წელს დაკარგა მისმა ვაჟმა ტახტი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ევროპაში სიმბოლურად ფლობდა, რადგან ირანის შაჰად რეზა ფეჰლევი აირჩიეს.
მუჰამედ ალი-შაჰს ჰყავდა 2 ქალიშვილი და 6 ვაჟი. აჰმედი იყო მისი რიგით მე-3 ვაჟი. აჰმედი იმიტომ ითვლებოდა მის მემკვიდრედ, რომ მას გარდაეცვალა ორი ვაჟი, რომელიც აჰმედამდე ჰყავდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.