From Wikipedia, the free encyclopedia
მუჰამად ალი ალ-აბიდი (არაბ. محمد علي العابد; დ. 1867, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 22 ოქტომბერი, 1939, რომი, იტალიის სამეფო) — სირიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი (1932-1936 წწ.).
მუჰამად ალი ალ-აბიდი | |
სირიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ივნისი, 1932 – 21 დეკემბერი, 1936 | |
წინამორბედი | ლეონ სოლომიაკი |
მემკვიდრე | ჰაშიმ ალ-ათასი |
დაბადებული | 1867 დამასკო, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 22 ოქტომბერი, 1939 რომი, იტალიის სამეფო |
უმაღლესი განათლება მიიღო ბეირუთში და იურიდიული განათლება პარიზში. 1908 წელს დანიშნეს ოსმალეთის იმპერიის ელჩად აშშ-ში. მაგრამ იმავე წელს ახალგაზრდა თურქების მიერ იმპერატორ აბდულ-ჰამიდ II-ის დამხობის შემდეგ მისი მამა გაიქცა სტამბოლიდან და მამამისთან ერთად ცხოვრობდა ევროპასა და ეგვიპტეში.
დამასკოში დაბრუნდა 1920 წელს, მას შემდეგ რაც სირია გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1922 წელს იყო სირიის ფინანსთა მინისტრი. 1932-1936 წლებში სირიის პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრად დანიშნეს საზოგადოებისთვის არაპოპულარული თაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი. 1936 წელს გადადგა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იგი რომის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.