![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Mulanje_ETM_26may02.jpg/640px-Mulanje_ETM_26may02.jpg&w=640&q=50)
მულანჯეს მასივი
From Wikipedia, the free encyclopedia
მულანჯეს მასივი[1] (ინგლ. Mulanje Massif) — მთის მასივი მალავის სამხრეთში, მულანჯეს რაიონში, ქალაქ ბლანტირესთან და მოზამბიკის საზღვართან ახლოს[2]. ზღვის დონიდან მისი მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 3002 მეტრს (მთა საპიტვა).
სწრაფი ფაქტები მულანჯეს მასივი ...
მულანჯეს მასივი | |
---|---|
![]() მულანჯეს მასივის ხედი თანამგზავრიდან | |
კოორდინატები: 15°56′59″ ს. გ. 35°35′37″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3002 მ |
დახურვა
ადგილობრივ ჩიჩევას ენაზე, მულანჯეს მასივი ნიშნავს „არ იარო“. მიუხედავად იმისა, რომ რაიონი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველია, ამინდის ცვალებადობის, ზოგჯერ საკმაოდ მოულოდნელის და მისი რთული მარშრუტის გამო, მთაზე ასვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.