მსოფლიო ჩემპიონატი
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ჩემპიონატი — უმაღლესი სპორტული შეჯიბრება ან კონკურსი. შეჯიბრს სახელწოდება ჩვეულებრივ ენიჭება იმის მიხედვით თუ რა ტიპისაა ის, ასევე სარეიტინგო სისტემის მიხედვით, აგრეთვე გრადაციით, განვითარებით და ა.შ. ეს განსაზღვრავს ამა თუ იმ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, ნაკრებებს, ცალკეულ სპორტსმენებს კონკრეტული სპორტული სფეროდან. სპორტის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უმაღლესი სპორტული ღონისძიება - ჩემპიონატი, ამის ნაცვლად, ამ სახეობების უმაღლესი სპორტული ღონისძიება - მსოფლიო თასია. თუმცა ხშირად ხდება ტერმინების - „მსოფლიო თასი” და „მსოფლიოს ჩემპიონატი”, ერთმანეთისთვის გატოლება და ორი ტერმინის გამოყენება საჭიროებათა მიხედვით. სპორტის ცალკეულ სახეობებში არის რამდენიმე მსოფლიოს ჩემპიონატი. ასეთი სპორტის სახეობებია: შერეული საბრძოლო ხელოვნება, კრივი, ჭიდაობა და სხვა.