მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლები — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში გაერთიანება წარმოადგენს ფრიად პრესტიჟულ საქმეს [1][2]. ეს არაა მარტო ღირსების საქმე, იგი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლმა შეიძლება დაკარგოს თავისი დანიშნულება, თუკი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ჩათვლის, რომ იგი არაა სათანადოდ დაცული. უპირველეს ყოვლისა კომიტეტი ძეგლს მიანიჭებს საფრთხის ქვეშ მდგარი ძეგლის სტატუსს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებას სიტუაციის გამოსასწორებლად. თუკი კომიტეტის მითითებებს გაითვალისწინებს ხელისუფლება, მაშინ იგი ცვლის თავის გადაწყვეტილებას.