მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში
From Wikipedia, the free encyclopedia
1985 წლის სალონიკის კონგრესზე ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ტურნირის ჩატარების მთავარი მიზეზი გახდა შვეიცარიული სისტემის შედარებითი არასამართლიანობა წრიულ სისტემასთან შედარებით. გადაწყდა ტურნირი ჩატარებულიყო ოთხწლიანი ციკლით. ასევე გადაწყდა მონაწილეთა საკითხიც. თავდაპირველად ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღოთ: მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს, ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთ პრიზიორს და აფრიკის, ევროპის, აზიის და ამერიკის ჩემპიონებს. შემდეგ ეს წესი გარკვეულწილად შეიცვალა. ამჟამად ტურნირში იწვევენ ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადის სამ პრიზიორს, ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულს, კონტინენტების ჩემპიონებს, მასპინძელთა ნაკრებს და ფიდეს მიერ პერსონალურად მოწვეული გუნდს.