მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი (31 ოქტომბერი 1935 -— გ. 21 სექტემბერი, 2021) – ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი (1991–2012)[1], ფელდმარშალი.
არმიაში იყო 1956 წლიდან. მონაწილეობდა არაბეთ-ისრაელის ომში. სამხედრო ატაშედ მსახურობდა პაკისტანში. 1991-2012 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი.
2011 წლის ეგვიპტის საპროტესტო აქციების დროს გახდა სამხედრო საბჭოს – გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი.[2].
გარდაიცვალა 2021 წლის 21 სექტემბერს, ავადმყოფობის შემდეგ.[3][4]