მოძრავი სურათები
From Wikipedia, the free encyclopedia
მოძრავი სურათები (იაპონ. 活動写真?) — მოკლე ანიმე, რომელიც 50 კადრისგან შედგება. მისი შექმნელის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა, ცნობილია, რომ ეს არის პირველი ანიმე, შექმნილი იაპონიაში.
კადრები 2005 წლის 31 ივლისს აღმოაჩინა ნაცუკი მაცუმოტომ, ოქსფორდის ხელოვნებათა უნივერსიტეტის ლექტორმა, რომელმაც კიოტოში ოჯახის კუთვნილი ძველი პროექტორი აღმოაჩინა (მრავალ სხვადასხვა ანიმაციურ ფილმთან ერთად)[1][2]. მანამდე ითვლებოდა, რომ უძველესი ანიმე იყო „ამბავი მეკარე მუკუძო იმოკავასი“[3].
პროექტორში შემონახული იყო 50 კადრი, რომელიც ცელულოიდის ფირზე იყო დახატული. თავად ანიმაციური სეგმენტი გრძელდება დაახლოებით 3 წამს. მასზე წარმოდგენილია ბიჭუნა მატროსულით, რომელიც დაფაზე კანჯიზე წერს: მოძრავი სურათები (იაპონ. 活動写真?), შემდეგ მაყურებლისკენ იხედება და პატივისცემის ნიშნად, ქუდს იხსნის.