![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Venezuela_Republica.svg/langka-640px-Venezuela_Republica.svg.png&w=640&q=50)
მოჩიმის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოჩიმა — ეროვნული პარკი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანსოატეგისა და სუკრეს შტატების ტერიტორიაზე. მოიცავს 949 კმ² ფართობს და შედგება განსაკუთრებული საზღვაო არეალისაგან დასავლეთ სექტორში, სანაპირო ზოლისგან, რომელიც მოიცავს სანტა-ფეს ყურეს, მოჩიმის უბესა და მთიან ზონას, სადაც მდებარეობს ტურიმიკირეს წყალსაცავი. ეროვნული პარკი შეიქმნა ტურიმიკირეს მასივის მთის ტყეებისა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის კარიბის ზღვის სანაპირო ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზია.
მოჩიმის ეროვნული პარკი
Parque Nacional Mochima | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | კუმანა |
კოორდინატები | 10°18′23″ ს. გ. 64°28′46″ დ. გ. |
ფართობი | 949 კმ² |
დაარსდა | 1973 |
მმართველი ორგანო | ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი |
ამავე დროს, მოჩიმა ვენესუელის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფი პარკია. ბოლო დროს გეგმაშია ორი კონსტრუქციის პროექტი, რომელიც პარკს სამუდამოდ შეცვლის. მიმდინარეობს ქალაქ პუერტო-ლა-კრუსისა და კუმანას დამაკავშირებელი ეროვნული გზატკეცილის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ პარკის ტყეებში გაივლის. გზის ცენტრალური სავალი ნაწილის გარდა, მის გასწვრივ სუფთავდება 70 მეტრზე მეტი სიგანის ტერიტორია.
მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც პარკი შეიქმნა, მის საზღვრებში მოქცა ადამიანთა მრავალი დასახლება, რის გამოც ვენესუელის ეროვნული პარკების ინსტიტუტს (INPARQUES) სიტუაციის მართვა უჭირს.