მოჩეს კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოჩეს კულტურა — კოლუმბამდელი კულტურა სამხრეთ ამერიკაში. გავრცელებული იყო ახ. წ. I-VIII საუკუნეებში პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე. მისი ცენტრი მდებარეობდა ქალაქ ტრუხილიოს მახლობლად. მოჩეს კულტურას მიეკუთვნება უაკა-დელ-სოლი, უაკა-დე-ლა-ლუნა, პანიამარკა, სიპანი, ელ-ბრუხო და პერუს სხვა არქეოლოგიური ძეგლები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/13/Mapa_cultura_moche.png/200px-Mapa_cultura_moche.png)