![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/13/Treaty_of_Moscow_1921.jpg/640px-Treaty_of_Moscow_1921.jpg&w=640&q=50)
მოსკოვის ხელშეკრულება (1921)
From Wikipedia, the free encyclopedia
მოსკოვის ხელშეკრულება (თურქ. Moskova Anlaşması; რუს. Московский договор) — „მეგობრობისა და ძმობის შესახებ ხელშეკრულება“[1], რომელსაც ხელი მოეწერა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეისა და რსფსრ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. ხელშეკრულება გახდა თურქეთის დამოუკიდებლობისა და თანასწორუფლებიანობის პირველი ოფიციალური აღიარება.
სწრაფი ფაქტები მოსკოვის ხელშეკრულება ...
მოსკოვის ხელშეკრულება | |
---|---|
ხელი მოეწერა | 16 მარტი 1921 |
ადგილი | მოსკოვი, კრემლი |
ხელი მოაწერეს | ალი ფუატ ჯებესოი, რიზა ნური, იუსიფ ქემალი, გიორგი ჩიჩერინი, ჯელალ ედინ ქორქმასოვი |
მხარეები | ![]() ![]() |
ენები | თურქული, რუსული |
დახურვა
ხელშეკრულებით დადგინდა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც დღემდე არსებობს.[2]