From Wikipedia, the free encyclopedia
მორნინგსაიდ ჰაიტსი (ინგლ. Morningside Heights) — უბანი მანჰეტენზე, ქალაქ ნიუ-იორკში, ცნობილი აქ მდებარე დაწესებულებებით, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი, რივერსაიდის ტაძარი და სენტ-ლუკის ჰოსპიტალი.
მორნინგსაიდ ჰაიტს სამრეთით ესაზღვრება ზემო ვეს-საიდი, აღმოსავლეთით მორნინგსაიდ პარკი, ჩრდილოეთით ჰარლემი და რივერსაიდ პარკი დასავლეთით. ქუჩების მიხედვით უბნის საზღვრებია: 106-ე ან 110-ე ქუჩები სამხრეთით, რივერსაიდ დრაივი დასავლეთით, 123-ე ქუჩა ან 125-ე ქუჩა ჩრდილოეთით და მორნინგსაიდ დრაივი აღმოსავლეთით.[1] მთავარი გამჭოლი გზატკეცილია ბროდვეი.
ამ უბანს უწინ (XIX საუკუნის ბოლომდე) ბლუმინგდეილ ვილიჯი (ანუ სოფელი ბლუმინგდეილი) ერქვა. ეს სახელი ამჟამინდელი კოლუმბიის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსის ადგილას მდებარე სულიერად ავადმყოფთა თავშესაფართან ასოცირდებოდა. თუმცა მოგვიანებით არემარე საცხოვრებელ უბნად გადაიქცა და მოსახლეობას ძველ დაწესებულებასთან ასოციაცია აღარ სურდა. სახელი მორნინგსაიდ ჰაიტსი უფრო ზემო ვესტ-საიდის ჩრდილო ნაწილის დამატება უნდა იყოს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს უარყოფს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ უბანს ასევე სოჰას (ინგლ. SoHa - "South of Harlem") უწოდებენ.[2][3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.