![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b5/International_Morse_Code.svg/langka-640px-International_Morse_Code.svg.png&w=640&q=50)
მორზეს ანბანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მორზეს ანბანი — სიმბოლოთა კოდირების ერთ-ერთი საშუალება. მისი საშუალებით ანბანის თითოეული ასოს, ციფრების და სასვენი ნიშნების ნაცვლად გამოიყენება გრძელი და მოკლე სტანდარტული ელემენტები. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ხმოვანი სიგნალები ან ნიშნები და ცნობილია როგორც „წერტილები“ და „ტირეები“.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b5/International_Morse_Code.svg/320px-International_Morse_Code.svg.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/SOS.svg/250px-SOS.svg.png)
მისი შემქმნელია სამუელ მორზე და პირველად სწორედ მის ტელეგრაფში გამოიყენებოდა 1840-იან წლებში. ასევე აქტიურად იყენებდნენ რადიო კომუნიკაციაში 1890-იან წლებში.