![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Zubu_mokshans._Dubasov.jpg/640px-Zubu_mokshans._Dubasov.jpg&w=640&q=50)
მორდვული ეროვნული სამოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
მორდვული ეროვნული სამოსი — წარმოიშვა ანტიკურ ხანაში გლეხების დასახლებებში. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მხოლოდ მათთვის ისეთი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა: ტანსაცმლის გამორჩეული ჭრა, სპეციალური ქსოვილი, ორნამენტები და მოსართავები. მორდვული ხალხური სამოსი, განსაკუთრებით ქალის, ძალიან ფერადია. ტანსაცმლის დასამზადებელ ნაჭერს ძირითადად თვითონ ამზადებდნენ. კანაფისგან ამზადებდნენ ტილოს პერანგებისთვის, ხოლო თბილი ტანსაცმლისთვის იყენებდნენ შალის ქსოვილის ტანისამოსს, რომელიც კაშკაშა შალის ძაფითვე იქარგებოდა. საღებავისთვის მცენარეული ფერები გამოიყენებოდა. ტრადიციული ტანისამოსი იყოფა ძირითად ორი მორდვული ხალხის მიხედვით ერზიას და მოქშას ტიპებად. მოკშების და ერზიების ხალხურმა ტანისამოსმა თავის სრულ არტისტულ გამომხატველობას XIX საუკუნის შუაში მიაღწია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Zubu_mokshans._Dubasov.jpg/320px-Zubu_mokshans._Dubasov.jpg)