მონცონიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მონცონიტი — სრულკრისტალური მაგმური ქანი, რომელიც დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიცავს კალიუმ-ნატრიუმიან მინდვრის შპატს, პლაგიოკლაზსა და მუქ მინერალებს — ავგიტს, ამფიბოლს, ბიოტიტს. ქიმიური შედგენილობით მონცონიტური ჯგუფის ქანებს გარდამავალი ადგილი უკავია სიენიტსა და გაბროს შორის. მონცონიტი გავრცელებულია რუსეთში, უკრაინაში, ციმბირში, იტალიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.