From Wikipedia, the free encyclopedia
მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე ი ფოლკი (კატ. Maria de Montserrat Viviana Concepción Caballé i Folc), უკეთ ცნობილი, როგორც მონსერატ კაბალიე (კატ. Montserrat Caballé [munsəˈrat kəβəˈʎe]; დ. 12 აპრილი, 1933, ბარსელონა, ესპანეთის მეორე რესპუბლიკა — გ. 6 ოქტომბერი, 2018, სანტ-პაუს ჰოსპიტალი, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი სოპრანო. განთქმული იყო, უპირველეს ყოვლისა, ბელკანტოს ტექნიკითა და როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით.
მონსერატ კაბალიე | |
---|---|
მონსერატ კაბალიე | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე ი ფოლკი |
დაბ. თარიღი | 12 აპრილი, 1933 |
დაბ. ადგილი | ბარსელონა, ესპანეთის მეორე რესპუბლიკა |
წარმოშობა | ესპანელი |
გარდ. თარიღი | 6 ოქტომბერი, 2018 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | სანტ-პაუს ჰოსპიტალი, ბარსელონა, ესპანეთი |
დასაფლავებულია | Cementiri de Sant Andreu de Palomar[1] |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა, ესტრადა |
საქმიანობა | სოპრანო (ლირიკული-კოლორატული) |
აქტიური | 1956–2018 |
მონსერატ კაბალიე ვიკისაწყობში |
როკ-მუსიკის მოყვარულთათვის კაბალიე ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან — Barcelona (1988). ამ ალბომის სასათაურო სიმღერა, მიძღვნილი კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასადმი, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.
გარდაიცვალა 2018 წლის 6 ოქტომბერს, მშობლიურ ქალაქში, ნაღვლის ბუშტის ინფექციით.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.