მომხმარებლის განხილვა:Pieta
From Wikipedia, the free encyclopedia
გამარჯობა Pieta, იქნებ ერთი სტატია წარმოადგინო რჩეული სტატიის კანდიდატად, გთხოვ ამ გვერდს ვიკიპედია:რჩეული სტატიები გადახედო თუ რა მონაცემებია საჭირო. Zangala 16:07, 15 მაისი 2006 (UTC)
Zangala ეს უკვე სასიხარულო ფაქტია, თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი რომელიმე სტატია ღირსეული კანდიდატურაა. როგორ უნდა წარვადგინო სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი. ისე ჩემი "ნამუშევრებიდან" მე თვითონ მომწონს სტატია "აქილევსი". Pieta 16:51, 15 მაისი 2006 (UTC)
შეგიძლია ზემოთ ხსენებულ გვერდზე ჩაწერო და შემდეგ სხვა მომხმარებლებიც შევაფასებთ და გადავწყვიტავთ ერთად. პირადად ჩემი აზრით ცუდი სტატიები არ გაქვს და კარგი იქნება რჩეულ სტატია ერთ კვირაში შეიცვალოს, მანამდე კი დრო გაქვს სტატიის მოსამზადებლად. Zangala 17:12, 15 მაისი 2006 (UTC)
პრინციპში არ ღირს. უკეთესია უბრალოდ გავაგრძელებ ჩემს "საქმიანობას" და იმედი მაქვს რამით მაინც დავეხმარები ქართული ვიკის განვითარებას. სიმართლე გითხრათ, ჩემს ერთ–ერთ მეგობართან ერთად ვფიქრობდი ქართული ინტერნეტ ენციკლოპედიის შექმნას და ძალიან გამეხარდა როცა ვიკის შესახებ შევიტყვე. ისე გირჩევთ საშა (ალექსანდრე) ელერდაშვილის გადმობირებას და ამ საქმეში ჩართვას, ძალიან საჭირო და გამოსადეგი კაცია:) Pieta 17:43, 15 მაისი 2006 (UTC)
ძალიან კარგი - მე პირადად თბილისში ჩამოვდივარ აგვისტოში - შევხვდეთ და ყველაფერზე ვისაუბროთ. სტატია აპოლონი-ში ციფრები წავშალე. თუ არ მოგწონს მითხარი და უკან დავაბრუნებ.Zangala 17:56, 15 მაისი 2006 (UTC)
მშვენიერი იდეაა – შეხვედრაც და ციფრების მოშორებაც Pieta 18:11, 15 მაისი 2006 (UTC)
სტატია აპოლონი-ში ჩავამატე თარგი, თუ მოგწონს და შეცდომა არ არის შეგიძლია სხვა სტატიებსას დაუმატო. Zangala 20:34, 15 მაისი 2006 (UTC)
მადლობა დახმარებისათვის. ძალიან კარგია, აშკარად ასე ჯობია. ეხლა გადავწყვიტე შევუდგე სტატიებს ქიმიური ელემენტების შესახებ. ჯერ თარგმნის პროცესში ვარ (ქიმიური ტერმინები მაფერხებს), მაგრამ მალე პირველ სტატიას დავამთავრებ და თუ დამეხმარებით თარგის გაკეთებაში, რომ შემდგომ ყველა სტატია ელემენტებზე ერთი სტილით იყოს განთავსებული, მადლობელი ვიქნები. P.S. რომელიმე online პროგრამას ხომ არ იყენებთ სასაუბროდ, ICQ ან Yahoo messenger ან რაიმე მსგავსს? უბრალოდ მაქვს ხოლმე ზოგჯერ შეკითხვები და უფრო მოსახარხებელი იქნებოდა online რეჟიმში საუბარი Pieta 20:50, 15 მაისი 2006 (UTC)
არსებობს თარგი:ელემენტთა პერიოდული სისტემა - შეგიძლია ნახო. Yahoo messenger: zgogona (zangala da gogona მინდოდა, მაგრამ გრძელი სათაურიაო). ჩავრთო???--Zangala 20:57, 15 მაისი 2006 (UTC)
ეხლა ვტვირთავ yahoo-ს და თქვენ თუ არ შეწუხდებით ჩართეთ და რამოდენიმე წუთში დაგიკავშირდებით Pieta 21:03, 15 მაისი 2006 (UTC)
ok.Zangala 21:10, 15 მაისი 2006 (UTC)