მომხმარებელი:Lisztomaniac/სავარჯიშო5
From Wikipedia, the free encyclopedia
ლისტომანია ან ლისტის ცხელება — ფერენც ლისტის კონცერტების დროს თაყვანისმცემელთა მიერ გამოვლენილი გადაჭარბებული რეაქცია და ქმედებები. ამის პირველი შემთხვევა 1841 წელს ბერლინში დაფიქსირდა, ხოლო ტერმინი გამოიგონა ჰაინრიხ ჰაინემ თავის ფელეტონში, რომელიც 1844 წლის 25 აპრილს დაწერა და მასში 1844 წლის პარიზის საკონცერტო სეზონი განიხილა. ლისტომანია ხასიათდება თაყვანისმცემელთა ინტენსიური ისტერიით, რაც დღეს ხშირია ცნობილი მუსიკოსების მიმართ, თუმცა XIX საუკუნეში მუსიკით გამოწვეული ასეთი ღელვა უცნობი იყო.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b8/Liszt_in_1843.jpg/640px-Liszt_in_1843.jpg)