ნამდვილად არ ვაპირებ წავიკითხო ბოლო შეტყობინებები ჩემს განხილვის გვერდზე, მარტივი მიზეზის გამო, ვიცი რაც დამხვდება იქ )) ბოლო რედაქტირებებშიც შესანიშნავად შევატყე ეს ცვლილება, მადლობა თქვენ <3
დროებით! არ გემშვიდობებით.
მიხეილ ბერუაშვილი/Mikheil Beruashvili
სანდო მომხმარებელი/Trusted user
|
![2020 წლის ოქტომბერი, მწერალთა სახლი](//upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/2e/Usergeo.jpg/300px-Usergeo.jpg) |
ჩემ შესახებ
დავიბადე 2007 წლის 8 ივნისს და ვიკიპედიაში პირველი რედაქტირება (ერთ-ერთი მეგობრის კომპიუტერიდან) მას შემდეგ გავაკეთე რაც დავინახე სტატია რომელიც რამდენიმე წლის განუახლებელი მონაცემებით იყო გაჟღენთილი. ამის შემდეგ დამეუფლა ამ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება :) |
ჩემი საქმიანობა
2018 წლიდან აქტიურად ჩავერთე ვიკიპედიის დამუშავების პროცესში, თავდაპირველად ეს არ იყო მარტივი, რადგან ბევრი რამ, უბრალოდ არ მესმოდა, მაგრამ გადიოდა დრო და მეც ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რედაქტორად, მოყვარულად და მხარდამჭერად ჩამოვყალიბდი. ამაყი ვარ რადგან ვიღებ მონაწილეობას ასეთი პროექტის განვითარებაში. იმედი მაქვს დადებით წვლილს შევიტან პროექტის გაზრდაში. ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი მრავალფეროვანი სტატიების შემოტანისას და ამის გამო გარკვეულ შეცდომებსაც ვუშვებდი, ამის ერთადერთი მიზეზი ზოგიერთ საკითხში ჩემი არაკომპეტენტურობა იყო, მაგრამ პრაქტიკამ ნამდვილად მოიტანა შედეგი, მეც ამ პროექტთან ერთად ვიზრდები. |
კონტაქტი
{{{დამიკავშირდით}}} |