მომხმარებელი:არჩილი/სავარჯიშო
From Wikipedia, the free encyclopedia
მოხუცი და ზღვა (ინგლ. The Old Man and the Sea) — ამერიკელი მწერლის ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა, რომელიც დაიწერა კუბაში, 1951 წელს, ხოლო გამოქვეყნდა - 1952-ში. ეს არის ავტორის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც მის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა. მოთხრობა გამოირჩევა როგორც მხატვრული ოსტატობით, ისე პრობლემატიკის თვალსაზრისით. მასში გამოვლინდა ჭეშმარიტი ჰუმანისტური იდეალი, რასაც ჰემინგუეი მთელი თავისი ლიტერარურული ცხოვრების განმავლობაში ეძებდა.
„არჩილი/სავარჯიშო“ | |
---|---|
The Old Man and the Sea | |
![]() | |
ავტორი | ერნესტ ჰემინგუეი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ტრაგედია, ნოველა |
გამომცემელი | Charles Scribner's Sons |
გამოცემის თარიღი | 1952 |
მედია | ბეჭდვითი (სქელ და თხელ ყდიანი) |
გვერდი | 127 |
oclc | 33134129 |
ISBN | 978-0-684-80122-3 |
ეს ალეგორიული ნაწარმოებია. მოქმედეგა ვითარდება სანტიაგოს, მოხუცებული მეთევზის ირგვლივ, რომელმაც ბრძოლა გაუმართა მარლინს გოლფსტრიმის დინებიდან მოშორებით. მოხუცი სანტიაგო, თითქოს მართლაც განიცდის მარცხს, მთელი ოთხმოცდახუთი დღის ტანჯვისა და წანწალის შემდეგ უშველებელ თევზს გადაეყრება, რის ვაივაგლახით დაიჭერს, მაგრამ საბოლოოდ ზვიგენები წაართმევენ, თვითონ კვლავ ხელცარიელი ბრუნდება შინ, მშიერი და გაწამებული. ამის მიუხედავად, ეს მოთხრობა მაინც ადამიანის უძლეველობასა და სულის გაუტეხლობას უმღერის. მისი ფინალი მაინც საოცრად ოპტიმისტურია და ამით განსხვავდება ავტორის სხვა ნაწარმოებებისაგან.
მოთხრობამ სხვადასხვაგვარი შეფასება დაიმსახურა. ზოგი მას მარტოობის ტანჯვისა და ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევა, ზოგს კი იგი გმირობისა და მამაცობის საწყისად მიაჩნია. საინტერესოა თვითონ ჰემინგუეის სიტყვები ამ მოთხრობის შესახებ:
მოთხრობამ მოიგო ფულიცერის პრემია 1953 წელს, ასევე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, რომელიც გადაეცა კიდეც ავტორს 1954-ში.