მოლუკის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
მოლუკის კუნძულები — არქიპელაგი ინდონეზიის შემადგენლობაში, მალაის არქიპელაგში. გეოგრაფიულად, არქიპელაგი მდებარეობს კუნძულ სულავესსა და ახალ გვინეას შორის. ამ კუნძულების ისტორიული სახელია „სანელებლების კუნძულები“, როგორც მას ჩინელები და ევროპელები უწოდებდნენ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7e/IndonesiaMalukuIslands.png/320px-IndonesiaMalukuIslands.png)
კუნძულთა უმრავლესობა მთაგორიანია, აქტიური ვულკანებითა და ნოტიო კლიმატით. საკმაოდ მრავალფეროვანია მცენარეული საფარი.
როგორც ტურისტულ ლიტერატურაში მოიხსენიებენ, არქიპელაგი შედგება 999 კუნძულისაგან. მათი საერთო ფართობია 74 505 კმ³. არქიპელაგის უდიდესი კუნძულებია: ჰალმაჰერა, სერამი, ბურუ, ამბონი, ტერნატე, ტიდორე, არუ, კაი.