მოკავშირეთა ომი (ძვ. წ. 357-355)
From Wikipedia, the free encyclopedia
მოკავშირეთა ომი — ათენის მეორე საზღვაო კავშირის (ქიოსი, როდოსი, ბიზანტიონი და სხვ.) ბრძოლა ათენის ჰეგემონიის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 357-355 წლებში. ემბატონთან გამართულ ბრძოლაში ათენის ყოფილმა მოკავშირეებმა 100-ზე მეტი ტრიერისაგან შემდგარი ფლოტით დაამარცხეს ათენელები. ძვ. წ. 355 წელს ათენი იძულებული გახდა ეცნო აჯანყებულთა სრული ავტონომია და კავშირი ფაქტობრივად დაიშალა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოკავშირეთა ომი. |