From Wikipedia, the free encyclopedia
მოგზაური მტრედი (ლათ. Ectopistes migratorius) — ამომწყდარი ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. ახასიათებდათ სქესობრივი დიმორფიზმი. მამალი სხეულის სიგრძეში 39–41 სმ, ხოლო შეფერილობით რუხი იყო. ტანის ზედა ნაწილი მუქი ჰქონდა, ქვედა — შედარებით ღია, ყელი — ბრინჯაოსფერი, ფრთებზე გააჩნდა მუქი ლაქები. დედლის სხეულის სიგრძე 38–40 სმ, ფერი კი მუქი კრემისფერი იყო. გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვან ტყეებში, ერთ-ერთი ძირითადი საბინადრო არეალი დიდი ტბების მიმდებარე ტერიტორიები იყო. იკვებებოდნენ თესლებით, მცენარეთა ნაყოფებითა და უხერხემლოებით. ეს ფრინველები ხშირად მიგრირებდნენ სხვადასხვა ადგილებისკენ, რათა მოეძიათ საკვები, თავშესაფარი და ბუდობის ადგილები. ერთ დროს მოგზაური მტრედი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრინველი იყო, რომლის პოპულაცია 3–5 მილიარდს უდრიდა. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მოგზაურ მტრედზე ჯერ კიდევ ამერიკელი ინდიელები ნადირობდნენ. ევროპელი კოლონიზატორების დროს კიდევ უფრო გაძლიერდა ნადირობა, განსაკუთრებით — XIX საუკუნეში. მტრედის ხორცი იაფ საკვებს წარმოადგენდა, რის გამოც ნადირობა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საგანგაშო მასშტაბებით მიმდინარეობდა. სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა მსხვილი მობუდარი კოლონიების შემცირება, ტყეების ხშირი ჩეხვა ანუ ბუნებრივი ჰაბიტატის განადგურება, დიდი გავლენა მოახდინა სახეობის რაოდენობის შემცირებასა და საბოლოოდ — გადაშენებაზე. 1800–1870 წლებში პოპულაცია ნელა მცირდებოდა, სწრაფი შემცირება 1870–1890 წლებში მიმდინარეობდა. ითვლება, რომ ველურ ბუნებაში უკანასკნელი ინდივიდი მოკლული იქნა 1901 წელს. XX საუკუნის დასაწყისში მოიპოვეს უკანასკნელ წარმომადგენელთა ფოტოსურათები სამი საკონტროლო ჯგუფის მიერ. 1914 წლის 1 სექტემბერს დაიღუპა მართა — მოგზაური მტრედის უკანასკნელი წარმომადგენელი. ამ სახეობის განადგურება ანთროპოგენური გადაშენების ნათელი მაგალითია.
მოგზაური მტრედი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი (ფიტული) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ectopistes migratorius (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
გადაშენებული IUCN 3.1 Extinct : 22690733 | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.