მლაშობი ნიადაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მლაშობი ნიადაგი — ხსნადი მარილებით დამლაშებული ნიადაგი. მლაშობ ნიადაგს ვხვდებით ველზე, უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში. დამლაშებას უმეტესად იწვევს ნიადაგის ზედაპირზე ამოსული მარილი, რომელიც წარმოიქმნება ზედაპირიდან გრუნტის წყლის აორთქლების შედეგად. მლაშობი ნიადაგი არის ქლორიდული (ხსნადი მარილის შემცველობა აღემატება 1%-ს), სულფატური (ხსნადი მარილი 2 %-ზე მეტია) და სხვა. დამლაშების სიღრმის მიხედვით განარჩევენ ზედაპირულად და ღრმად დამლაშებულ ნიადაგებს: მარილის შემცველობის მიხედვით — ძლიერ, საშუალო და სუსტად დამლაშებულს. მლაშობის ნიადაგის გაუმლაშურება ხდება გრუნტის წყლის დონის დაწევით, ჩარეცხვით, ბალახის დათესვით.
საქართველოში მლაშობი ნიადაგი ძირითადად ალაზნის ველზე გვხვდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.