მიხეილ ჯავახიშვილი
ქართველი მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (დაბადების გვარი ადამაშვილი; დ. 8 (20) ნოემბერი, 1880, წერაქვი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 30 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
მიხეილ ჯავახიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 (20) ნოემბერი, 1880 |
დაბადების ადგილი | წერაქვი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 30 სექტემბერი, 1937(1937-09-30) (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პროზაიკოსი და მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | მოკლე რომანი |
Magnum opus | კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყოს ხიზნები, არსენა მარაბდელი და ქალის ტვირთი |
ჯილდოები | |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა | |
მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტერატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ შემართებას სტენდალის, მოპასანისა და ზოლას თვისებებს ადარებს. მისი თქმით „თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.[1]