![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Mikhail_Fradkov_%25282016-08-08%2529.jpg/640px-Mikhail_Fradkov_%25282016-08-08%2529.jpg&w=640&q=50)
მიხეილ ფრადკოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ ფრადკოვი (რუს. Михаи́л Ефи́мович Фрадко́в; დ. 1 სექტემბერი, 1950. სოფელი კურუმოჩი, კრასნოიარსკის რაონი, კუიბიშევის ოლქი, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სტრატეგიული გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორი 2017 წლის 4 იანვრიდან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Mikhail_Fradkov_%282016-08-08%29.jpg/320px-Mikhail_Fradkov_%282016-08-08%29.jpg)
2007-2016 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის დირექტორი (2007—2016). რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი (24 აპრილი, 2004 — 5 ოქტომბერი, 2016). 2004 წლის 5 მარტიდან 2007 წლის 12 სექტემბრამდე იყო რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე (2004 წლის 7-12 მაისს ჰქონდა ფორმალური შესვენება, როდესაც, კონსტიტუციის თანახმად, მისი მთავრობა გადადგა პრეზიდენტის თავიდან არჩევის შემდეგ). 2007 წლის 12-14 სექტემბერს იყო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ ზუბკოვის კაბინეტის ფორმირებამდე.[1]
არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დისერტაციის თემა — „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციები და რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირები“). ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს.
სამხედრო წოდებით არის გადამდგარი პოლკოვნიკი. „სამშობლოს წინაშე დამსახურებების“ ორდენის სრული კავალერი.[2].