![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/83/Kuzmin.jpg/640px-Kuzmin.jpg&w=640&q=50)
მიხეილ კუზმინი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ კუზმინი (რუს. Михаил Кузмин, დ. 18 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 6 ოქტომბერი] , 1872, იაროსლავლი — გ. 1 მარტი, 1963,ლენინგრადი) — რუსი პოეტი, ვერცხლის საუკუნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მთარგმნელი, პროზაიკოსი, კომპოზიტორი. დაიბადა 1872 წლის 6 (18) ოქტომბერს, ქალაქ იაროსლავლში, აზნაურ ალექსეი კუზმინისა და მისი მეუღლის, ნადეჟდა კუზმინას ოჯახში. მისი ოჯახი 1884 წელს საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მიხეილი ჯერ მე-8 გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ კი კონსერვატორიაში სწავლობდა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვთან. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია გიორგი ჩიჩერინთან მეგობრობამ და მიმოწერამ, ასევე ეგვიპტეში, იტალიასა და შემდგომ უკვე რუსეთის ჩრდილოეთში მოგზაურობამ. გარდაიცვალა 1936 წლის 1 მარტს, კუიბიშევის (მარიინსკის) საავადმყოფოში, ლენინგრადში. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოზე.
მიხეილ კუზმინი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 6 (18) ოქტომბერი, 1872[1] [2] |
დაბადების ადგილი | იაროსლავლი |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 1936(1936-03-01)[3] [4] [5] [6] [7] [2] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი და პოეტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია |
ჟანრი | პოეზია, რომანი, ლირიკა და მოთხრობა |
ნათესავ(ებ)ი | Ekaterina Ofrena |
ხელმოწერა |
|