მიხეილ გორბაჩოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ გორბაჩოვი (რუს. Михаил Сергеевич Горбачёв; დ. 2 მარტი, 1931, სოფელი პრივოლნოე, ჩრდილოეთი კავკასიის მხარე, რსფსრ — გ. 30 აგვისტო, 2022, მოსკოვი[1]) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელი, 1993 წლიდან „ახალი ყოველდღიური გაზეთის“ თანადამფუძნებელი. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო. გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე. კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორბაჩოვი. |
მიხეილ გორბაჩოვი | |
გორბაჩოვი 1987 წელს | |
სსრკ-ის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მარტი 1990 – 25 დეკემბერი 1991 | |
ვიცე-პრეზიდენტი | გენადი იანაიევი |
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 მარტი 1985 – 24 აგვისტო 1991 | |
სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 1988 – 25 მაისი, 1989 | |
დაბადებული | 2 მარტი, 1931 პრივოლნოე, ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 30 აგვისტო, 2022 (91 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ რუსეთი |
ეროვნება | რუსი |
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (1950–1991) დამოუკიდებელი (1991–2001; 2004–2007) სოციალურ-დემოკრატიული პარტია (2001–2004) სოციალ-დემოკრატების კავშირი (2007–დღემდე) |
მეუღლე | რაისა გორბაჩოვა (1953-1999) |
შვილები | ირინა ვირგანსკაია |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი |
საიტი | gorby.ru/en/ |