![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/Glinka_1856.jpg/640px-Glinka_1856.jpg&w=640&q=50)
მიხეილ გლინკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ ივანეს ძე გლინკა (რუს. Михаи́л Ива́нович Гли́нка; დ. 20 მაისი [ ძვ. სტ. 1 ივნისი], 1804 — გ. 3 თებერვალი [ ძვ. სტ. 15 თებერვალი], 1857, ბერლინი) — პირველი რუსი კომპოზიტორი, განთქმული ევროპაში, აგრეთვე ცნობილი როგორც რუსული კლასიკური მუსიკის მამა, რუსული ნაციონალური საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/Glinka_1856.jpg/320px-Glinka_1856.jpg)
მიხეილ გლინკა დაიბადა რუსეთში, სოფელ ნოვოსპასკოიეში. მამამისი იყო მდიდარი არმიის კაპიტანი, მის ოჯახს კი ცართან ახლო კავშირი ჰქონდა. მიხეილ გლინკის „პატრიოტული სიმღერა“ (Патриотическая песня) 1991-2000 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ეროვნული ჰიმნი.