საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მეგზური სასტუმროებისა და რეს From Wikipedia, the free encyclopedia
მიშლენის მეგზური (ფრანგ. Guide Michelin წარმოთქმა ფრანგულად: [ɡid miʃ.lɛ̃] ( მოსმენა) ასევე მიშლენის წითელი მეგზური, ან უბრალოდ „წითელი მეგზური“) — რესტორნების გიდების სერია, რომელსაც საუკუნეზე მეტია საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია მიშლენი გამოსცემს. მეგზური ევროპული სასტუმროებისა და რესტორნების ყველაზე ძველ და კარგად ცნობილ გიდს წარმოადგენს, რომელიც მათ მიშლენის ვარსკვლავებს ანიჭებს (სამვარსკვლავიანი სისტემით). ვარსკვლავის მოპოვებამ ან დაკარგვამ შესაძლოა დრამატული გავლენა იქონიოს რესტორნის ბედზე. მიშლენი ასევე უშვებს მწვანე გიდს მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, ისევე როგორც რამდენიმე ახალ პუბლიკაციას, მაგ. Guide Voyageur Pratique (მოგზაურის პრაქტიკული გიდი), Guide Gourmand (საკვები ობიექტები), Guide Escapade (მოკლე დასვენება) და Guide Coup de Cœur (რჩეული სასტუმროები).
1900 წელს საფრანგეთის გზებზე 3000-ზე ნაკლები მანქანა მოძრაობდა. მანქანებზე და, შესაბამისად, ავტომობილის საბურავებზე მოთხოვნის გასაზრდელად, საბურავების მწარმოებელმა ძმებმა, ედუარდმა და ანდრე მიშლენებმა გამოაქვეყნეს მეგზური ფრანგი მძღოლებისთვის-მიშლენის გზამკვლევი.[1] გზამკვლევის პირველი, უფასო გამოცემის 35 000-მდე ასლი გაიცა. ის მოიცავდა ისეთ სასარგებლო ინფორმაციას მძღოლებისთვის როგორიცაა რუქები, საბურავების შეკეთებისა და ჩანაცვლების ინსტრუქციები, ავტომობილების მექანიკოსების სია, სასტუმროები და ბენზინგასამართი სადგურები მთელ საფრანგეთში.
ოთხი წლის შემდეგ, 1904 წელს, ძმებმა გამოაქვეყნეს მიშლენის გზამკვლევის მსგავსი სახელმძღვანელო ბელგიისთვის.[2]
მოგვიანებით მიშლენმა გამოსცა გზამკვლევები ალჟირისა და ტუნისისთვის (1907); ალპები და რაინი (ჩრდილოეთი იტალია, შვეიცარია, ბავარია, და ნიდერლანდები) (1908); გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია (1910); ბრიტანეთის კუნძულები (1911); და „მზის ქვეყნები“ (Les Pays du Soleil) (ჩრდილოეთი აფრიკა, სამხრეთ იტალია და კორსიკა) (1911). 1909 წელს გამოიცა მიშლენის მეგზურის ინგლისურენოვანი ვერსია საფრანგეთისთვის.[3]
პირველი მსოფლიო ომის დროს მეგზურის გამოცემა შეწყდა. ომის შემდგომ წიგნების უსასყიდლოდ გაცემა 1920 წლამდე გაგრძელდა. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, ანდრე მიშლენმა, საბურავებით მოვაჭრესთან სტუმრობისას შეამჩნია, რომ მოშლენის მეგზურს ვაჭარი სამუშაო მაგიდის ფეხების გასამყარებლად იყენებდა. ამის შემდეგ, მიშლენმა, იხელმძღვანელა რა პრინციპით, „ადამიანი მხოლოდ იმას სცემა პატივს, რაშიც ფულს იხდის“, გადაწყვიტა წიგნებისთვის ფასი დაედო და გაეყიდა. 1922 წელს, მეგზურის ღირებულება 750 ფრანკი ($2.15) იყო.[4] მათ ასევე განახორციელეს რამდენიმე ცვლილება, მათ შორის: წიგნიდან ამოიღეს რეკლამები, დააჯგუფეს რესტორნები კატეგორიების მიხედვით და დაამატეს სასტუმროების ჩამონათვალი.[2] როდესაც გაიგეს, რომ მეგზურის რესტორნების განყოფილება პოპულარობას იცვეჭდა, ძმებმა ინსპექტორების გუნდი დაიქირავეს, რომლებიც სტუმრობდნენ და აფასებდნენ რესტორნებს. მათი ვინაობა ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო.[5]
1926 წელს, Murray-ს და Baedeker-ის მეგზურების შემდეგ, მიშლენმაც დაიწყო რესტორნების ვარსკვლავებით დაჯილდოება. თავიდან, რესტორნები მხოლოდ ერთი ვარსკვლავით ჯილდოვდებოდნენ. 1931 წელს შემოიღეს ნული, ერთი, ორი და სამი ვარსკვლავი. 1936 წელს საბოლოოდ განისაზღვრა ვარსკვლავების მინიჭების კრიტერიუმები:[2]
1931 წელს მეგზურის ლურჯი ყდა წითლით შეიცვალა და ასე დარჩა ყველა მომდევნო გამოცემაში.[5] მეორე მსოფლიო ომის დროს გამოცემა კვლავ შეჩერდა, მაგრამ 1944 წელს, მოკავშირეთა ძალების მოთხოვნით, 1939 წლის საფრანგეთის გზამკვლევი სპეციალურად იქნა დაბეჭდილი სამხედრო გამოყენებისთვის; მისი რუქები შეფასდა როგორც საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი. ყოველწლიური სახელმძღვანელოს გამოქვეყნება განახლდა 1945 წლის 16 მაისს, გამარჯვების დღიდან (VE Day) ერთი კვირის შემდეგ.[2]
ადრეულ ომისშემდგომ წლებში არსებულმა დეფიციტმა, მიშლენი აიძულა შემოეღო ორი ვარსკვლავის ზედა ზღვარი. 1950 წლის ფრანგული გამოცემა მოიცავს 38 რესტორანს, რომელიც აკმაყოფილებს ორი ვარსკვლავის კრიტერიუმს.[6]1956 წელს გამოქვეყნდა მიშლენის პირველი გზამკვლევი იტალიისთვის. პირველმა გამოცემამ ვარსკვლავით არცერთი რესტორანი არ დააჯილდოვა. 1974 წელს გამოიცა პირველი მეგზური ბრიტანეთისთვის (1931 წლის შემდეგ). ამ გამოცემამ სხვადასხვა რესტორანი სულ 25 ვარსკვლავით დააჯილდოვა.[7]
2005 წელს მიშლენმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ამერიკული გზამკვლევი, რომელიც მოიცავდა 500 რესტორანს ნიუ იორკის ხუთ უბანში და 50 სასტუმროს მანჰეტენზე. 2007 წელს გამოვიდა მიშლენის გზამკვლევი ტოკიოსთვის. იმავე წელს გზამკვლევმა გამოსცა ჟურნალი Étoile (ფრანგ. Étoile — „ვარსკვლავი“). 2008 წელს დაემატა ჰონგ კონგისადა მაკაოს გამოცემები.[2] 2013 წლის მდგომარეობით, გამოქვეყნებულია მეგზურის 14 გამოცემა, რომელიც 23 ქვეყანას მოიცავს.[2]
2008 წელს გერმანელი რესტორატორი ჯულიან კასპარი დაინიშნა მეგზურის ფრანგული გამოცემის მთავარ რედაქტორად. ადრე ის პასუხისმგებელი იყო მიშლენის მეგზურის გამოცემაზე გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიისთვის. ის გახდა პირველი ქალი და პირველი არა-ფრანგი მოქალაქე, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.[8][9]
მიშლენის წითელმა მეგზურებმა ისტორიულად იმაზე ბევრად მეტი რესტორანი შეაფასეს, ვიდრე მისმა კონკურენტმა გიდებმა. 2002/2003 წლებში ვარსკვლავიანი რესტორნების აღწერას დაემატა მოკლე რეზიუმეები (2-3 სტრიქონი) აღწერილობის გასაუმჯობესებლად. ეს რეზიუმეები დაწერილია იმ ქვეყნების ენებზე, რომელთათვისაც მეგზურის გამოცემაა გამოქვეყნებული (მეგზური ესპანეთისა და პორტუგალიისთვის მხოლოდ ესპანურ ენაზეა). ენობრივი განსხვავების მიუხედავად, ვარსკვლავები და სხვა სიმბოლოები ერთნაირია ყველა გამოცემაში.[10]
მიშლენის მიმომხილველები (ხშირად უწოდებენ „ინსპექტორებს“) არიან ანონიმურები; ისინი არ ამხელენ საკუთარ იდენტობას, მათ ხარჯებს კი ყოველთვის მიშლენი ანაზღაურებს.
მიშლენი არაჩვეულებრივ ნაბიჯებს დგამს თავისი ინსპექტორების ანონიმურობის შესანარჩუნებლად. კომპანიის ბევრი ხელმძღვანელი არასოდეს შეხვედრია ინსპექტორს; თავად ინსპექტორებს ურჩევენ, არ გაამჟღავნონ თავიანთი საქმიანობა, მშობლებთანაც კი (რომლებსაც შესაძლოა ამით დაიკვეხნონ); და იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის აქვეყნებს გზამკვლევს, მიშლენი ინსპექტორებს ჟურნალისტებთან საუბრის უფლებას არ აძლევს. უარი თქვა ინსპექტორებზე ჟურნალისტებთან საუბრის უფლებაზე. ინსპექტორები წერენ ანგარიშებს, რომლებიც გამოხდილია, ყოველწლიური "ვარსკვლავების შეხვედრებზე" გიდის სხვადასხვა ეროვნულ ოფისებში, სამი ვარსკვლავის, ორი ვარსკვლავის ან ერთი ვარსკვლავის რეიტინგში - ან ვარსკვლავების გარეშე. (დაწესებულებები, რომლებშიც მიშლენი მიიჩნევს, რომ არ ღირს ვიზიტი, არ შედის სახელმძღვანელოში.)[11]
1960-იან წლებში, nouvelle cuisine-ის ერთ-ერთმა პიონერმა, პოლ ბოკუზმა განაცხადა: „Michelin is the only guide that counts.“ (ქართ. მიშლენი ერთადერთი მეგზურია რომელიც ითვლება. [მნიშვნელოვანი მხოლოდ მიშლენის მეგზურია])[12]საფრანგეთში, სადაც სახელმძღვანელო ყოველწლიურად ქვეყნდება, მეგზური ყოველთვის მედიის ყურადღების ქვეშაა. მისი გამოცემა შედარებულია ფილმების ყოველწლიურ, ოსკარის დაჯილდოებასთან.[11] მედიასაშუალებები კამათობენ სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ, ვრცელდება სპეკულაციები, ტელევიზიები და გაზეთები განიხილავენ თუ რომელმა რესტორანმა შეიძლება დაკარგოს და ვინ შეიძლება მოიპოვოს მიშლენის ვარსკვლავი.[13][14][15][16]
მიშლენის მეგზური რესტორნებს სხვა ნიშნით, „ამომავალი ვარსკვლავები“-თან აჯილდოვებს. „ამომავალი ვარსკვლავი“ ენიჭება რესტორანს, რომელსაც აქვს პოტენციალი მიიღოს პირველი, ან კიდევ ერთი ვარსკვლავი.
2020 წელს მიშლენის მეგზურმა ახალი სიმბოლო, მწვანე ვარსკვლავი შემოიღო იმ რესტორნების აღსანიშნად, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას მდგრაგ გასტრონომიაში.[17] მწვანე ვარსკვლავით დაჯილდოებულ რესტორანს ეძლევა ადგილი მეგზურის ვებგვერდზე, სადაც შეფ-მზარეულს შეუძლია გამოაქვეყნოს რესტორნის ხედვა.[17]
1955 წლის შემდეგ, მეგზური რესტორნებს კიდევ ერთი კრიტერიუმის მიხედვით გამოჰყოფს: „განსაკუთრებულად კარგი საკვები მისაღებ ფასად“. ასეთ რესტორნებს ენიჭებათ სტატუსი „Bib Gourmand“. ასეთმა რესტორნებმა კლიენტებს საკვები, ადგილობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მაქსიმუმზე დაბალ ფასად უნდა შესთავაზონ. Bib-ი (ლათ. Bibendum) მიშლენის კაცის მეტსახელია, რომელიც საუკუნეზე მეტია კომპანიის ლოგოს წარმოადგენს.
2016 წელს გიდს ახალი სიმბოლო, თეფში (ფრანგ. L’assiette, ინგლ. The Plate) დაემატა. ის აღნიშნავს რესტორანს, რომელიც „უბრალოდ კარგ საკვებს ამზადებს“.[18]
ქვეყანა/რეგიონი[19] | ბოლო გამოცემა | სულ | Bib Gourmand (ფასის ზედა ზღვარი) | დაწესებულებები | |||
---|---|---|---|---|---|---|---|
საფრანგეთი | 2020 წლის გამოცემა[20] | 29 | 86 | 513 | 628 | 645 (€32, €36 პარიზში)[21] |
3,222 სასტუმრო და guest houses, 4,362 რესტორანი |
ბელგია და ლუქსემბურგი | 2021 წლის გამოცემა[22] | 2 | 24 | 111 | 137 | 140 (€35) | 700-ზე მეტი სასტუმრო და guest house, 1,100 რესტორანი |
გერმანია | 2019 წლის გამოცემა[23] | 10 | 38 | 261 | 309 | 471 (€35) |
4,200-ზე მეტი სასტუმრო და guest house, 2,100 რესტორანი, 4,287 სასტუმრო |
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია | 2021 წლის გამოცემა[24] | 7 | 20 | 157 | 184 | 126 (£28 ან €40) |
340-ზე მეტი სასტუმრო და guest house, 1,300 რესტორანი |
იტალია | 2020 წლის გამოცემა[25] | 11 | 35 | 328 | 374 | 257 (€35) | 3,700-ზე მეტი სასტუმრო და guest house, 2,700 რესტორანი |
ნიდერლანდები | 2020 წლის გამოცემა[26] | 2 | 17 | 92 | 111 | 133 (€39)[27] |
600-ზე მეტი სასტუმრო და guest house, 700 რესტორანი |
Nordic Countries | 2019 წლის გამოცემა[28] | 3 | 10 | 51 | 64 | 168 (€35) |
266 რესტორანი |
ესპანეთი და პორტუგალია | 2020 წლის გამოცემა[29][30] | 11 | 36 | 194 | 241 | 253 (€35) |
1,775 სასტუმრო და guest house, 1,549 რესტორანი, 130 tapas ბარი |
შვეიცარია | 2019 წლის გამოცემა[31] | 3 | 20 | 105 | 128 | 157 (CHF70)[32] |
458 სასტუმრო და guest house, 777 რესტორანი |
ქალაქი[19] | ბოლო გამოცემა | Bib Gourmand | დაწესებულებები | |||
---|---|---|---|---|---|---|
პარიზი | 2012 წლის გამოცემა[33] | 10 | 17 | 50 | 70 (€35) | 60 სასტუმრო, 453 რესტორანი[34] |
ჩიკაგო | 2018 წლის გამოცემა[35] | 2 | 4 | 19 | 54 ($40)[36] | 400 რესტორანი[37] |
ჰონგ კონგი და მაკაუ | 2019 წლის გამოცემა[38] | 10 | 17 | 55 | 80 (HK$350 ან MOP$350) | 297 რესტორანი, 61 სასტუმრო[39] |
კიოტო, ოსაკა, კობე, ნარა | 2012 წლის გამოცემა[40] | 15 | 61 | 224 | 40 (მონეტები, ¥5000)[41] |
296 რესტორანი, 48 სასტუმრო, 41 რიოკანი |
ლას ვეგასი (გადადებული) | 21 ოქტომბერი 2008[42] | 1 | 3 | 13 | 127 რესტორანი, 30 სასტუმრო (2007) | |
ლონდონი | 2012 წლის გამოცემა[43] | 2 | 7 | 46 | 45 (£28) | 450 რესტორანი, 50 სასტუმრო |
ლოს ანჯელესი | 3 ივნისი 2019[44] | 0 | 6 | 18 | 62[45] | |
ევროპის მთავარი ქალაქები | 17 მარტი 2010[46] | 15 | 55 | 271 | 231 | 1,715 რესტორანი, 1,542 სასტუმრო |
ნიუ იორკი | 2017 წლის გამოცემა[47] | 5 | 10 | 61 | 132 ($40) | 857[47] |
რიო დე ჟანეირო და სან პაულო | 2018 წლის გამოცემა[48] | 0 | 3 | 15 | 33 (R$ 90)[49] | |
სან ფრანცისკო | 2017 წლის გამოცემა[50] | 6 | 7 | 41 | 75 ($40)[50] | 513 რესტორანი[50] |
სეული | 2020 წლის გამოცემა[51] | 2 | 7 | 22 | 60 (₩35,000)[52] | 174 რესტორანი, 36 სასტუმრო |
შანხაი | 2020 წლის გამოცემა[53] | 1 | 8 | 31 | 24 (¥200)[54] | TBC |
სინგაპური | 2017 წლის გამოცემა[55][56] | 1 | 7 | 30 | 38 (S$45) | TBC |
ტოკიო, იოკოჰამა და Shonan |
2012 წლის გამოცემა[57] | 17 | 57 | 219 | 95 (მონეტები, ¥5000)[58] |
292 რესტორანი, 54 სასტუმრო და 10 რიოკანი |
ვაშინგტონი | 2017 წლის გამოცემა[59] | 1 | 2 | 15 | 44 ($40)[60] |
182 რესტორანი |
ბანგკოკი, ფუკეტი, Phang-nga | 2020 წლის გამოცემა[61] | 0 | 5 | 24 | 94 (฿1,000) |
280 რესტორანი, 22 სასტუმრო |
ტაიპეი | 2019 წლის გამოცემა[62] | 1 | 5 | 18 | 36 (NT$1,500) | 158 რესტორანი (2019), 25 სასტუმრო (2018) |
Canton (Guangzhou) | 2019 წლის გამოცემა[63] | 0 | 1 | 10 | 28 (¥200) | |
პეკინი | 2019 წლის გამოცემა[64] | 1 | 2 | 20 | 15 | |
მოსკოვი | 2021 წლის გამოცემა[65] | 0 | 2 | 7 | 15 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.