From Wikipedia, the free encyclopedia
მიშარის ბრძოლა (სერბ. бој на Мишару) 一 საბრძოლო შეტაკება სერბ რევოლუციონისტებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის, რომელიც გაიმართა 1806 წლის აგვისტოში და წარმოადგენს სერბეთის პირველი აჯანყების ნაწილს. ივანოვაჩში თურქული ძალების მოგერიების შემდეგ, სერბმა აჯანყებულებმა, ჯორჯე პეტროვიჩის მეთაურობით, პოზიცია გაამყარეს და მიშარის ბორცვის მახლობლად არსებულ ციხეში გამაგრდნენ, სადაც ორი დღის განმავლობაში მოკავშირე ოსმალეთისა და ბოსნიელების წნეხის ქვეშ იყვნენ, თუმცა მესამე დღეს ბედის ბორბალი თურქთა საწინააღმდეგოდ გადატრიალდა 一 სერბი აჯანყებულების კავალერიამ შეუტია თურქთა არმიას და დაამარცხა იგი, რის შემდეგაც სერბებმა შაბაჩისა და ბელგრადის ციტადელების უკან დაბრუნება მოახერხეს.[1]
მიშარის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
სერბეთის პირველი აჯანყების ნაწილი | |||
მიშარის ბრძოლა 一 აფანასე სქელუმოვის ნახატი | |||
თარიღი | 1806 წლის 12-15 აგვისტო | ||
მდებარეობა | ქალაქი მიშარი, ოსმალეთის იმპერია (დღევანდელი სერბეთის ტერიტორია) | ||
შედეგი |
სერბ რევოლუციონისტთა გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მიშარის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ოსმალეთის არმია ოკუპირებული ბელგრადისკენ დაიძრა. როცა გენერალ ჯორჯე პეტროვიჩამდე აღნიშნლმა ინფორმაციამ მიაღწია, მან სერბ დიდებულებთან ერთად კონგრესი მოაწყო და შესაბამისი სტრატეგიული გეგმების დასახვა დაიწყო. გადაწყდა, რომ სერბ აჯანყებულთა არმია მშარის მიდამოებში უნდა განლაგებულიყო, მდინარე სავას მახლობლად. სერბები ხუთ ქვემეხს ფლობდნენ. ოთხი დღის განმავლობაში, შაბათიდან ხუთშაბათამდე, სერბებს და ოსმალებს შორის მცირე შეტაკებები გაიმართა, ხოლო მთავარი შეტაკება ოთხშაბათ დილით გაჩაღდა.[2]
ბრძოლა დაიწყო მიშარის გორაზე, რომელიც ოსმალ სიფაჰთა კავალერიის თავდასხმით გაიხსნა, ბოსნიელი კაპიტნის, მეჰმედ-ბეგ კულენოვიცის მეთაურობით. სერბი აჯანყებულები 300 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ფორმით შეიკრნენ, ხოლო თავად ჯორჯე ციხის გარნიზონებში დარჩა, რათა არმია ეკონტროლებინა. სიმაგრის ირგვლივ მრავალი თხრილი ყოფილიყო. გეგმა ჯორჯე პეტროვიჩმა, გარნიზონში ქვეით ჯართან ერთად დასახა, რომლის მიხედვითაც სერბული კავალერია, ლუკა ლაზარევიჩისა და მილოშ ობრენოვიჩის მეთაურობით, დაელოდებოდა შეტევის მომენტს. აჯანყებულთა არმია, რომელიც ძირითადად რეზერვისტებით იყო დაკომპლექტებული, განლაგებულიყო ერთ-ერთ ღრმა თხრილთან ახლოს, სოფელ ჟაბართან. სერბი ჩუბინები ორ რიგად იყოფოდნენ, რომელთა გარშემოც მუშკეტთა ორი ქვედანაყოფი იყო განლაგებული.
სერბთა კავალერისტებმა, მას შემდეგ, რაც სერბთა შეკრულ ჯარს გამოეყვნენ, პანიკა დაატეხეს თურქთა რაზმებს, რამაც ამ უკანასკნელთა უკან დახევა გამოიწვია. ამ ქვეოპერაციისას ოსმალებს სათავეში გენერალი კულენოვიჩი ედგათ. ოსმალები მალე გადაჯგუფდნენ და სერბების წინააღმდეგ ახალი ძალებით წამოვიდნენ. ბრძოლის ერთ ეპიზოდში სერბებმა კრახი განიცადეს და მთავარი შესაფარებელი ციხისკენ დაიხიეს, თუმცა ჯორჯე პეტროვიჩმა მათ უბრძანა, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ პოზიციებზე. მისმა ბრძანებამ გაამართლა, რომლის შემდეგაც მისი დაკვეთით სერბებმა თურქებს საპირისპირო ბოლოებიდან შეუტიეს. მათ მიზანს ორივე მხრიდან ოსმალთა წინააღმდეგ ერთდროული ქვემეხის გასროლა წარმოადგენდა. კულენოვიჩისა და ოსმალეთის დანარჩენმა ძალებმა, ასიმეტრიული ძალისხმევით, განაგრძეს სერბ აჯანყებულთათვის შეეტიათ, რა დროსაც ლუკა ლაზარევიჩის ცხენოსანთა არმია, ოსმალთა რიგებში გარღვევის შემდეგ, ორ ნაწილდა გაიყო: ერთი ნაწილი ოსმალთა არტილერიას დაესხა თავს. სინან ფაშას მოკვლის შემდეგ ფაქტობრივად მთელი არტილერისტთა ბრიგადა გაწყდა. მიშართან ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა, ბრძოლის დამთავრების შემდეგ კი ოსმალთა არმიის წევრები მიმოიფანტნენ. კულენოვიჩი და მისი ბოსნიური არმია ბრძოლის ვერზევე დაიღუპნენ. ზოგიერთი სერბული წყარო ამტკიცებს, რომ კულენოვიჩი ლაზარევიჩთან დუელში ჩაბმის შემდეგ დაიღუპა, თავად ლაზარევიჩი კი დუელის შედეგად მწვავედ დაიჭრა. სხვა წყაროები კი ადასტურებენ, რომ კულენოვიჩი ჩუბინ-მსროლელებმა შეიწირეს, რომლებიც მას დუელის შემდეგ ჩაუსაფრდნენ. გადარჩენილი ბოსნიელები პანიკურად გაიქცნენ ბრძოლის ველიდან 一 ზოგმა დრინი გადალახა და ისე უშველა თავს, ზოგმა სავას გააღწია თავი, თუმცა უდიდესი ნაწილი მაინც ტყვედ ჩავარდა ან სერბთა მსხვერპლი აღმოჩნდა.
ამ ბრძოლაში განცდილმა მარცხმა ოსმალები აიძულა, უკან დაეხიათ, ხოლო სერბებმა მნიშვნელოვანი მორალური ტრიუმფი მოიპოვეს.
ამ ომში მიღწეული გამარჯვების აღსანიშნავად სოფელ მიშარში ძეგლიც კი დაიდგა.
ლეგენდარულმა სერბმა პოეტმა, ფილიპ ვიჩნიჩმა, საკუთარ ეპიკურ პოემაში 一 მიშარის ბრძოლა 一 მეჰმედ-ბეგ კულენოვიჩი ერთ-ერთ მთავარ ფიგურადაა წარმოჩენილი. მასში გადმოცემულია ბეგის ცოლის მოლოდინი, როგორ მიუტანს მას ორი ყორანი ინფორმაციას ბრძოლის შესახებ, დარჩენილ სიუჟეტში კი ხშირად ვხვდებით ბრძოლის ამსახველ პასაჟებსაც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.