მირსაიდ სულთან-ღალიევი
From Wikipedia, the free encyclopedia
მირსაიდ სულთან-ღალიევი ( თათრ. Мирсәет Хәйдәргали улы Солтангалиев, ასევე ცნობილი როგორც მირზა სულთან-გალიევი, დ. 13 ივლისი, 1892, სოფელი ელიმბტოვო, უფას გუბერნია (ახლანდელი სტერლიბაშევსკის ოლქი ბაშკირეთში ) — გ. 28 იანვარი, 1940, მოსკოვი ) — თათარი ბოლშევიკი რევოლუციონერი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მშრომელთა (ბოლშევიკები) პარტიის (რსდმპ (ბ)) წევრი, თათრეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მუსლიმური „ ნაციონალური კომუნიზმის“ არქიტექტორი. მისი შეხედულებები განიხილებოდა, როგორც პირდაპირი საფრთხე კომინტერნის პოლიტიკისთვის; 1923 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს და კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. 1928 წელს ხელახლა დააკავეს და ექვსი წლით დააპატიმრეს. შემდეგ ის კვლავ დააპატიმრეს 1937 წელს და დახვრიტეს 1940 წლის 28 იანვარს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სიკვდილის შემდეგ 1990 წელს.
მირსაიდ სულთან-ღალიევი | |
---|---|
მშობლიური სახელი | თათრ. Мирсәет Хәйдәргали улы Солтангалиев |
დაბადების თარიღი |
13 ივლისი 1892 |
გარდაცვალების თარიღი |
28 იანვარი 1940 (47 წლის) მოსკოვი, რსფსრ |
ეროვნება | თათარი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | პოლიტიკოსი |
პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია |