მიმი როჯერსი
From Wikipedia, the free encyclopedia
მირიამ მიმი როჯერსი(დ. 27 იანვარი, 1956) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და პროფესიონალი პოკერის მოთამაშე. გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „Gung Ho“(1986), „ვიღაც მათვალიერებს“(1987), „სასოწარკვეთილი საათები“(1990), „The Rapture“(1991), „Reflections on a Crime“(1994), „სარკეს ორი სახე აქვს“(1996), „Austin Powers: International Man of Mystery“(1997), „კოსმოსში დაკარგულები“(1998), „ჯინჯერი გაცოფდა“(2000), „კარი სარდაფში“(2004), „თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე“(2012). გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო შოუსა და ფილმში, მათ შორისაა: „ქაღალდის თოჯინები“(1984), „Weapons of Mass Distraction“(1997), „მარყუჟი“(2006-2007), „2.5 მამაკაცი“(2011-2015), „უილფრედი“(2014), „შეშლილები“(2015), „ბოში“(2014-დღემდე).
მიმი როჯერსი | |
---|---|
როჯერსი ფილმ „დედამიწის“ პრემირაზე, 2007 წელს | |
დაიბადა | მირიამ სპიკლერი 27 იანვარი, 1956 (1956-01-27) (68 წლის) ფლორიდა, აშშ |
ეროვნება | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, პოკერის მოთამაშე |
შვილები | 2 |
პირველი განქორწინების შემდეგ, იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად. 9 თვის განმავლობაში, მსახიობობას, მილტონ კეტსელთან ერთად სწავლობდა. მისი ადრინდელი როლები სატელევიზიო სერიალებს მოიცავს, მათ შორისაა: „გორაკის ქუჩა ბლუზი“(1981), „პირადი დეტექტივი“(1982), „Hart to Hart“(1983). 1982 წელს, როჯერსი გადაღებული იქნა ფილმ „Hear No Evil“-ში, როგორც მეგი. 1983-84 წლებს შორის, იგი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო სერიალ, „რაუსტერებში“, და „ქაღალდის თოჯინებში“. 1986 წელს, ამერიკულ კომედიურ დრამა ფილმში, მიშელ კიტონთან ერთად მიიღო მონაწილეობა.