From Wikipedia, the free encyclopedia
მილოშ ზემანი (ჩეხ. Miloš Zeman; დ. 28 სექტემბერი 1944, კოლინი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ჩეხეთის მესამე პრეზიდენტი, ამასთანავე პირველი პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს საერთო-სახალხო არჩევნების გზით. გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თანამდებობა დაიკავა 2013 წლის 8 მარტს.
მილოშ ზემანი | |
ჩეხეთის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 მარტი, 2013 |
წინამორბედი | ვაცლავ კლაუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ივლისი, 1998 – 15 ივლისი, 2002 | |
პრეზიდენტი | ვაცლავ ჰაველი |
წინამორბედი | იოზეფ ტოშოვსკი |
მემკვიდრე | ვლადიმირ შპიდლა |
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ივნისი, 1996 – 17 ივლისი, 1998 | |
წინამორბედი | მილან უჰდე |
მემკვიდრე | ვაცლავ კლაუსი |
დაბადებული | 28 სექტემბერი, 1944 კოლინი, ჩეხოსლოვაკია |
პოლიტიკური პარტია | ჩკპ (1968-1970) სამოქალაქო ფორუმი (1989-1990) ჩსდპ (1992-2007) |
ხელმოწერა |
დაიბადა 1944 წელს, კიოლნში.[1] 1968 წლამდე, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრამდე, იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1969 წელს დაამთავრა პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი. 1990-1992 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1996-1998 წლებში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1998-2002 წლებში კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.
2013 წელს ჩეხეთის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55%-ით დაამარცხა ოპონენტი, კარელ შვარცენბერგი.
ზემანი მემარცხენე ორიენტაციისაა. მხარს უჭერს ჩეხეთის მეტად ინტეგრაციას ევროკავშირში განსხვავებით წინა პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსისგან, რომელიც ცნობილი ევროსკეპტიკოსი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.