From Wikipedia, the free encyclopedia
მიამოტო იურიკო (დ. 13 თებერვალი, 1899, ტოკიო — გ. 21 იანვარი, 1951, იქვე) — იაპონელი მწერალი ქალი. იაპონიის კომპარტიის წევრი 1931-იდან. 1927-1930 იმოგზაურა სსრკ-ში. მას ეკუთვნის ავტობიოგრაფიული ტრილოგია (რომანები "ნობუკო" (1924-1926), "ორი სახლი", "ნიშანსვეტები" (1947-1950)) -- რეალიზმის თვალსაჩინო ნიმუშები იაპონურ ლიტერატურაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია სსრკ-ის შესახებ იაპონიაში. დაფუძნებულია კობაიასი ტაკიძისა და მიამოტოს სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელიც ენიჭება თანამედროვე იაპონელ მწერლებს პროგრესული ნაწარმოებებისთვის.
მიამოტო იურიკო | |
---|---|
იაპონ. 宮本百合子 | |
დაბადების თარიღი | 13 თებერვალი, 1899[1] [2] |
დაბადების ადგილი | Koishikawa-ku |
გარდაცვალების თარიღი | 21 იანვარი, 1951[3] [2] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო[3] |
დასაფლავებულია | Kodaira Cemetery |
საქმიანობა | რომანისტი, მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ესეისტი |
მოქალაქეობა |
იაპონია იაპონიის იმპერია |
ალმა-მატერი | იაპონიის ქალთა უნივერსიტეტი |
Magnum opus | Nobuko, Banshū Heiya და Q78121213? |
მეუღლე | Shigeru Araki და მიამოტო კენძი |
პარტნიორ(ებ)ი | Yoshiko Yuasa |
ნათესავ(ებ)ი | Nishimura Shigeki |
მიამიტო დაიბადა ტოკიოში პრივილიგირებულ ოჯახში. მცირე ასაკიდან გაითვითცნობიერა განსხვავება საკუთარ პირობებსა და მისი ოჯახის მამულში მომუშავე მიწის მუშათა შორის. ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში, იაპონიის ქალთა უნივერსიტეტში სწავლის დროს ის აქვეყნებს მოთხრობას "ღარიბ ხალხთა ჯგუფი" (1916), რომელიც კლასობრივ განსხვავებებს აღწერდა და რამაც ის თავდაპირველად ლიტერატურულ წრეებში ცნობილი გახადა.
მიატოვა რა უნივერსიტეტი დაუმთავრებლად, ის აშშ-ში მოგზაურობს, სადაც ის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს და ხვდება თავის პირველ მეუღლეს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი "ნობუკო" აღწერს მის წარუმატებელ ქორწინებას, მოგზაურობას საზღვარგარეთ და საკუთარი თავის, როგორც (მამაკაცზე) დამოუკიდებელი ქალის, პოვნას. რამდენიმე წელი ევროპასა და საბჭოთა კავშირში გატარების შემდეგ ის იაპონიაში ბრუნდება და ცოლად მიჰყვება იაპონიის კომუნისტური პარტიის ლიდერს, მიამოტო კენჯის. ამ ხნიდან ის იაპონიის პროლეტარული ლიტერატურული მოძრაობის აქტიური მონაწილე ხდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.