მეჰმეთ აქიფ ერსოი
თურქი პოეტი, მწერალი, აკადემიკოსი და პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
მეჰმედ რაგიფი (თურქ. Mehmed Râgıf), შემდგომში ცნობილი, როგორც მეჰმეთ აქიფ ერსოი (თურქ. Mehmet Âkif Ersoy; დ. 20 დეკემბერი 1873, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 27 დეკემბერი 1936, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი პოეტი, მწერალი, ვეტერინარი, პედაგოგი, აკადემიკოსი, ჰაფიზი და პოლიტიკოსი. ერსოი თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის ეროვნული ჰიმნის „დამოუკიდებლობის მარშის“ ავტორია. ცნობილია, როგორც „სამშობლოს მწერალი“ და „ეროვნული მწერალი“. დამოუკიდებლობის მარშის გარდა, შექმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა „ჩანაქკალეს ეპოსი“, „ბიულბიული“ და 1911—1933 წლებში გამოსცა შვიდი ლექსის წიგნი, რომლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია — „საფაჰატი“ (თურქ. Safahat). ოსმალეთის მეორე საკონსტიტუციო ეპოქის დროს, გამოსცემდა გაზეთს. თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს, თურქეთის პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატი გახდა.
მეჰმეთ აქიფ ერსოი | |
---|---|
თურქ. Mehmet Akif Ersoy | |
დაბადების თარიღი | 20 დეკემბერი, 1873(1873-12-20) |
დაბადების ადგილი | ფათიჰი |
გარდაცვალების თარიღი | 27 დეკემბერი, 1936(1936-12-27)[1] [2] [3] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
დასაფლავებულია | Edirnekapı Martyr's Cemetery |
საქმიანობა | პოეტი, პოლიტიკოსი[1] და მწერალი |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია თურქეთი |
ალმა-მატერი | ვეფას ლიცეუმი და სტამბოლის ჰალქალის უმაღლესი სკოლა |
Magnum opus | Safahat და დამოუკიდებლობის მარში |
ჯილდოები | Presidential Culture and Arts Grand Awards |
ხელმოწერა | |