![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Coat_of_arms_of_Mexico.svg/langka-640px-Coat_of_arms_of_Mexico.svg.png&w=640&q=50)
მექსიკის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
მექსიკის გერბი – მექსიკის მთავარი პოლიტიკური და კულტურული სიმბოლო მრავალი ასწლეულის განმავლობაში. გერბი დამტკიცებულია 1968 წლის 16 სექტემბერს. გერბის ავტორია მექსიკელი მხატვარი ფრანსისკო ეპენს ელგერა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Coat_of_arms_of_Mexico.svg/320px-Coat_of_arms_of_Mexico.svg.png)
გერბზე გამოსახულია კაქტუსზე მჯდომი მთის არწივი, რომელსაც ნისკარტით უკავია გველი. აცტეკებისთვის ამ გამოსახულებას აქვს უდიდესი რელიგიური მნიშვნელობა, ხოლო ევროპელებისათვის ესაა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ტრიუმფი. გერბთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდაც.