From Wikipedia, the free encyclopedia
„მეფე-ზარბაზანი“ (რუს. Царь-пушка) — სამსხმელო ხელოვნების ძეგლი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.[1] ჩამოსხმულია 1586 წელს ოსტატ ანდრეი ჩოხოვის მიერ. წარმოადგენს შუა საუკუნეების საარტილერიო იარაღს. სიგრძე 5,34 მ, მასა 39,3 ტ. კალიბრი 890 მმ. განკუთვნილი იყო კრემლის თავდაცვისათვის, თუმცა არც ერთხელ არ გაუსროლიათ. შემკობილია რელიფური სარტყლებით, მათ შორის თედორე I-ის გამოსახულებით. ლაფეტი გაკეთდა 1835 წელს. განლაგებულია მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე, „მეფე-ზარის“ გვერდით. ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ზარბაზანი გაკეთდა თედორე I-ის ბრძანებით.[2]
მეფე-ზარბაზანი | |
---|---|
კოორდინატები | 55°45′04″ ჩ. გ. 37°37′05″ ა. გ. |
მდებარეობა | რუსეთი, მოსკოვი |
არქიტექტორი | ანდრეი ჩოხოვი |
ტიპი | ზარბაზანი |
მასალა | ბრინჯაო |
სიგრძე | 5,34 მ |
დასრულების თარიღი | 1586 წ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.