მესოამერიკის ქრონოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
მესოამერიკის ქრონოლოგია — მესოამერიკის კოლუმბამდელ ცივილიზაციათა ისტორიის აღწერის მიღებული მეთოდიკა — ადამიანთა დასახლებების არსებობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებებიდან — გვიანდელ კოლონიალურ პერიოდამდე, რომელიც ამერიკის ესპანურ კოლონიზაციას მოჰყვა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მესოამერიკის ქრონოლოგია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მესოამერიკის ქრონოლოგია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ისტორიკოსები და არქეოლოგები მესოამერიკის ისტორიას სამ პერიოდად ყოფენ. აღსანიშნავია, რომ მითითებული თარიღები მხოლოდ შეფასებებია, ერთი პერიოდიდან მეორეში გადასვლა არ ხდებოდა ერთდროულად და ერთი და იმავე გარემოებებში სხვადასხვა ხალხებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ეწინააღმდეგება კიდეც ამ ევროცენტრულ შეხედულებას, რომელიც საკმაოდ ჰგავს ძველი საბერძნეთის ქრონოლოგიას.
მესოამერიკის ცივილიზაცია წარმოადგენს რთულ კომბინაციას სხვადასხვა კულტურებისა, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოიშვა. პროცესები, რომელთა შედეგადაც ჩამოყალიბდა მესოამერიკის კულტურული სისტემები, განისაზღვრებოდა არა მხოლოდ შესაბამისი საზოგადოების შინაგანი დინამიკით, არამედ გარე და ენდოგენური ფაქტორებითაც — მაგალითად, მოსახლეობის მიგრაციითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით.