მესიე 98
გალაქტიკა ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით From Wikipedia, the free encyclopedia
გალაქტიკა ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით From Wikipedia, the free encyclopedia
მესიე 98 (M98 ან NGC 4192) — შუალედური სპირალური გალაქტიკა დედამიწიდან 44,4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე,[1] ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით, კაშკაშა ვარსკვლავ დენებოლადან დაახლოებით 6°-ით აღმოსავლეთით. 1781 წლის 15 მარტს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა, იმავე წლის 13 აპრილს კი ის თავის კატალოგში ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ შეიტანა.[2] მესიე 98-ს ახასიათებს ლურჯი წანაცვლება და გვიახლოვდება 140 კმ/წმ სიჩქარით.[3]
გალაქტიკა | |
---|---|
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
თანავარსკვლავედი | ბერენიკეს თმები |
პირდაპირი ასვლა | 12სთ 13წთ 48.292წმ |
დახრილობა | +14° 54′ 01.69″ |
ხილული ზომები | 9′.8 × 2′.8 |
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV | 11.0 |
მახასიათებლები | |
ტიპი | SAB(s)ab |
მანძილი | 44,4 მლნ სინ. წელი |
რადიუსი | სინ. წელი |
გალაქტიკის მორფოლოგიური კლასიფიკაციაა SAB(s)ab,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის სპირალური გალაქტიკაა, რომელიც წარმოაჩენს დახურულ და ღია მახასიათებლებს შუალედური, მტკიცედ შემოჭერილი მკლავებით და არა რგოლებით.[4] რიტაციის მაქსიმალური სიჩქარე 236 კმ/წმ-ია.[5] გალაქტიკის შემადგენელ ვარსკვლავთა საერთო მასა დაახლოებით 76 მილიარდი მზის მასის ტოლია. შეიცავს 4,3 მლრდ მზის მასის ნეიტრალურ წყალბადსა და 85 მლნ მზის მასის მტვერს. ბირთვი აქტიურია, წარმოაჩენს „გარდამავალი“ ობიექტის მახასიათებლებს.
მესიე 98 ქალწულის გროვის წევრია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთმანეთთან შედარებით ახლომდებარე გალაქტიკათა გროვას. დაახლოებით 750 მლნ წლის წინ, NGC 4192-მა შესაძლოა ურთიერთქმედება მოახდინა ვრცელ სპირალურ გალაქტიკა NGC 4254-ზე. ეს ორი გალაქტიკა ამჟამად ერთმანეთისგან 1 300 000 სინათლის წლითაა დაშორებული.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.