From Wikipedia, the free encyclopedia
მერი ასტორი (ინგლ.Mary Astor, ნამდვილი სახელი ლუსილ ვასკონსელოს ლანგჰანკე 3 მაისი, 1906 – გ. 25 სექტემბერი, 1987)— ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი. მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 1941 წლის ფილმში "დიდებული ტყუილი". განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ბრიჯიტ ო'შონესის როლმა ფილმში „მალტის შევარდენი“ (1941).[1]
მომავალი მსახიობი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც 1920-იანი წლების დასაწყისში თავისი ხანგრძლივი კინოკარიერა დაიწყო მუნჯი ფილმებით. ხმოვანი კინოს მოსვლასთან ერთად ის გადავიდა ხმოვან ფილმებში, მაგრამ 1930-იანი წლების შუა პერიოდში მისი კარიერა ამ მიმართულებით თითქმის განადგურდა სკანდალების გამო. ასტორს მშობლებმა უჩივლეს, მოგვიანებით ბრალი დასდეს მეუღლის ღალატში. იგი იძულებული გახდა ყოფილ ქმრის წინააღმდეგ ებრძოლა ქალიშვილის მეურვეობისთვის. პირად ცხოვრებაში ყველა ამ სირთულის გადალახვის შემდეგ, ასტორმა განაგრძო წარმატებული ეკრანული კარიერა, საბოლოოდ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში „დიდებული ტყუილი“ (1941). მან ხელი მოაწერა შვიდწლიან კონტრაქტს Metro-Goldwyn-Mayer-თან და განაგრძო მსახიობობა კინოსა და ტელევიზიაში, ასევე აქტიურად გამოდიოდა სცენაზე 1964 წლამდე, ვიდრე პენსიაზე არ გავიდა.[2] [3][4]
ასტორი ასევე ხუთი რომანის ავტორია. მისი ავტობიოგრაფია ბესტსელერი გახდა, ისევე როგორც მისი ბოლო წიგნი, "ცხოვრება ფილმში" (1969), რომელიც მან თავის კარიერას მიუძღვნა. რეჟისორმა ლინდზი ანდერსონმა მის შესახებ 1990 წელს დაწერა: [5]
მერი ასტორი, დაბ. ლუსილ ვასკონსელოს ლანგჰანკე, იყო ოტო ლუდვიგ ლანგჰანკეს (2 ოქტომბერი, 1871 - 3 თებერვალი, 1943) და ჰელენ მარი დე ვასკოსელოსის (19 აპრილი, 1881 - 18 იანვარი, 1947) ერთადერთი შვილი. მისი მამა, გერმანელი, გერმანიიდან 1891 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში და გახდა აშშ-ს მოქალაქე. დედა ჯექსონვილში დაიბადა. მას ჰქონდა პორტუგალიური და ირლანდიური ფესვები. ლანგჰანკე და დე ვასკოსელოსი დაქორწინდნენ 1904 წლის 3 აგვისტოს ლაიონსში (რაისის ოლქში, კანზასი).
ასტორის მამა ილინოისში ქუინსის საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, სანამ შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში არ ჩაერთო. მოგვიანებით ის ფერმერი გახდა. დედა, რომელსაც ყოველთვის სურდა მსახიობობა, ასწავლიდა დრამატურგიას და ორატორობას. გოგონა სწავლობდა სახლში და აკადემიაში. მან ფორტეპიანოზე დაკვრა მამისგან ისწავლა, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ყოველდღიურ მეცადინეობას მუსიკაში. ეს გაკვეთილები მას სამომავლოდ გამოადგა, თავად უკრავდა ფორტეპიანოზე ფილმებში „დიდებული ტყუილი“ და „შემხვდი სენტ-ლუისში“.
1919 წელს ასტორმა თავისი ფოტო გააგზავნა ჟურნალ Motion Picture Magazine-ში სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. როდესაც გოგონა 15 წლის იყო, მამა გერმანული ენის მასწავლებლად მიიწვიეს ჩიკაგოს საჯარო სკოლაში და მთელი ოჯახი იქ გადავიდა. ლუსილი ესწრებოდა დრამის გაკვეთილებს და სამოყვარულო თეატრალურ სპექტაკლებში მონაწილეობდა. მომდევნო წელს მან კვლავ გაუგზავნა თავისი ფოტო Motion Picture Magazine-ს და ამჯერად უკვე ფინალისტი გახდა, შემდეგ კი მეორე ადგილი დაიკავა სილამაზის ეროვნულ კონკურსზე. იმისათვის, რომ ასტორი მსახიობი გამხდარიყო, მამამისმა ოჯახი გადაიყვანა ნიუ-იორკში და 1920 წლის სექტემბრიდან 1930 წლის ივნისამდე განაგებდა მისი ქალიშვილის ყველა საქმეს, რომელიც მის კარიერას უკავშირდებოდა.
მანჰეტენის ფოტოგრაფი ჩარლზ ალბინი იმდენად მოიხიბლა ასტორის ფოტოთი, რომ ახალგაზრდა გოგონას მისთვის პოზირება სთხოვა. შემდგომში ალბინის ფოტოები ნახა ამერიჯული კინოკომპანია «Famous Players-Lasky»-ს წარმომადგენელმა ჰარი დურანტმა. შედეგად, ლუსილმა გააფორმა ექვსთვიანი კონტრაქტი Paramount Pictures-თან. პარამაუნტის აღმასრულებელ დირექტორ ჯესი ლასკის, კინორეცენზენტ ლუელა პარსონსსა და პროდიუსერ უოლტერ ვანგერს შორის მოლაპარაკებების დროს, ლუსილ ლანჰანკეს სახელი შეიცვალა მერი ასტორით.[6]
ასტორი პირველ კინოგასინჯებზე გააგზავნა ლილიან გიშმა, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გოგონას მიერ წაკითხულმა შექსპირმა. მისი დებიუტი კინო ეკრანზე შედგა ფილმში "სენტიმენტალური ტომი". (1921), მაგრამ სცენები მისი მონაწილეობით საბოლოო მონტაჟის შემდეგ ფილმში ვერ მოხვდა. მერი რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა. მან კრიტიკოსთა ყურადღება მოკლემეტრაჟიან ფილმში „მდაბიო მოსამსახურე“ (1921) შესრულებული როლით. მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო"ჯონ სმიტი" (1922), რასაც იმავე წელს მოჰყვა „ადამიანი, რომელიც ღმერთს თამაშობდა“. 1923 წელს მერი და მისი მშობლები გადავიდნენ ჰოლივუდში, სადაც მრავალი სირთულის მიუხედავად, ხმოვანი კინოს შემოსვლის შემდგომაც წარმატებით გააგრძელა მოღვაწეობა.
45 წლიანი კარიერის ბოლოს მერი ასტორი, რომელმაც 109 მხატვრულ ფილმში ითამაშა, შეუერთდა აშშ-ს კინომსახიობთა გილდიას და პენსიაზე გავიდა.
მერი ასტორი გარდაიცვალა 1987 წლის 25 სექტემბერს, 81 წლის ასაკში. [7]
ემფიზემით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით. მსახიობი კალვერ სიტიში წმინდა ჯვრის სასაფლაოზე დაკრძალეს.
კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მერი ასტორს მიენიჭა ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. მისი ნომერია 6701.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.