მერიდა (ვენესუელა)
From Wikipedia, the free encyclopedia
სანტიაგო-დე-ლოს-კაბალიეროს-დე-მერიდა — ქალაქი ვენესუელაში, ლიბერტადორის მუნიციპალიტეტის და მერიდის შტატის დედაქალაქი. უდიდესი ქალაქი ვენესუელის ანდებში. იგი დაარსდა 1558 წელს, როგორც ნუევ-გრანადის ნაწილი, თუმცა მალე შეუერთდა ვენესუელის საკაპიტანოს და ითამაშა სერიოზული როლი დამოუკიდებლობისთვის ომში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერიდა. |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მერიდა Mérida | |||||
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
კოორდინატები | 8°35′00″ ჩ. გ. 71°08′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1558 | ||||
ფართობი | 25 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 600 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 200 000 კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 0274 | ||||
საფოსტო ინდექსი | 5101 | ||||
ოფიციალური საიტი | merida.gob.ve | ||||
დახურვა
მერიდაში ცხოვრობს 200 000 ადამიანი, ხოლო მეტროპოლიურ ტერიტორიაში — 350 000 ადამიანი. მერიდა არის დასავლეთ ვენესუელის ტურიზმისა და განათლების ცენტრი, ადგილი, სადაც განთავსებულია ცნობილი ანდების უნივერსიტეტი.
მერიდა მდებარეობს ზღვის დონიდან 1 600 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე ჩამას ველზე. მდინარე მიედინება ქალაქის დასაწყისიდან მის ბოლომდე. ქალაქის უკანა ფონზე მოჩანს ვენესუელის უდიდესი მწვერვალი — ბოლივარის სახელობის პიკი.