![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Location_map_Mon.svg/langka-640px-Location_map_Mon.svg.png&w=640&q=50)
მენი (დანია)
From Wikipedia, the free encyclopedia
მენი (დან. Møn) — კუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ დანიაში, ბალტიის ზღვაში. წარმოადგენს დანიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, თავის თეთრი კლიფებით, კოხტა პეიზაჟებით, ქვიშიანი პლაჟებითა და ძველ საბაზრო ქალაქ სტეგეთი.
![]() |
ტერმინს „მენი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მენი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Møn, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Møn | |
---|---|
![]() მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 55°00′ ჩ. გ. 12°20′ ა. გ. |
ფართობი | 218 კმ² |
![]() | |
უდიდესი ქალაქი | სტეგე |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 9 909 (2010) |
სიმჭიდროვე | 45,5 /კმ² |
დახურვა
მენი კუნძულ ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან გამოყოფილია ჰელენის სრუტით. ქალაქ კალვეჩედან ზელანდიამდე გადებულია დედოფალ ალექსანდრინის ხიდი, რომელიც 1943 წლის 30 მაისს გაიხსნა და მეფე კრისტიან X-ის მეუღლის დედოფალ ალექსანდრინის პატივსაცემად ეწოდა სახელი. მისი სიგრძე 746 მეტრია და დანიის ერთ-ერთ უგრძეს ხიდად მიიჩნევა.
მენის ფართობი 218 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 9 909 ადამიანს შეადგენს.