From Wikipedia, the free encyclopedia
მელისა ენ მაკ-კართი (ინგლ. Melissa McCarthy; დ. 26 აგვისტო, 1970) [1] — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი და მოდის დიზაინერი. იგი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის ორი პრაიმტაიმ ემი ჯილდო და როგორც ოსკარის ორი ნომინაცია, ასევე ორი ორი ოქროს გლობუს. მაკ-კართი ჟურნალ Time- მა დაასახელა, როგორც 2016 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანიდან ერთ–ერთი, გარდა ამისა, იგი მრავალჯერ გამოირჩეოდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების წლიური რეიტინგში. [2] [3] [4] 2020 წელს გაზეთ New York Times–ში 21-ე საუკუნის დიდებულ 25 მსახიობს შორის, მელისა #22 ადგილზე გავიდა. [5]
მაკ-კართიმ ტელევიზიასა და კინოში გამოჩენა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და პირველად მოიპოვა აღიარება სუკი სენტ ჯეიმსის როლით სატელევიზიო სერიალში გილმორის გოგოები (2000–2007). მან დენას როლი მოირგო ABC-ს სიტკომის სამანტა ვინ?-ში. (2007–2009) მანამდე ითამაშა, მოლი ფლინის როლი, CBS-ს სიტკომში მაიკი და მოლი (2010–2016), რისთვისაც მან მიიღო პრაიმტაიმ ემის ჯილდო კომედიურ სერიალში გამოჩენილი მთავარი როლის შესრულებლისთვის. მაკ-კართიმ მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა შოუში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემი ჯილდოთი, კომედიურ სერიალში გამოჩენილი სტუმრის მსახიობი ქალის კატეგორიაში.
მან კრიტიკოსების დიდი მოწონება მოიპოვა 2011 წლის ამერიკულ ფილმში, ''მეჯვარეებში'' შესრულებული როლისთვის, აღნიშნული როლით მან მიიღო ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალისთვის. გარდა ამისა, გადაღებულია რამდენიმე კომერციულად წარმატებულ კომედიურ ფილმებში, მათ შორის არის: ქურდის იდენტიფიკაცია (2013), პოლიციელები ქვედაბოლოებში (2013), ტემი (2014), წმინდა ვინსენტი (2014), სამმაგი აგენტი (2015) და ბოსი (2016). წარუმატებელი კომედიების მოკლე სერიების შემდეგ, მაკ-კართიმ განასახიერა ლი ისრაელი ბიოგრაფიულ ფილმში, შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? (2018), აღნიშნული როლისთვის მან მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
მაკ-კართი და მისი მეუღლე ბენ ფალკონი არიან დამფუძნებლები საპროდიუსერო კომპანიის, ''On the Day Productions'', რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობდნენ რამდენიმე კომედიურ ფილმზე. 2015 წელს მან შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი პლუს ზომის ქალბატონებისთვის, სახელად ''Melissa McCarthy Seven7'' და მიიღო კინემატოგრაფიული ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. [6] [7]
ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი და პროდიუსერი მელისა მაკ-კართი დაიბადა 1970 წლის 26 აგვისტროს, პლეინფილდში, ილინოისის შტატში, სანდრასა და მაიკლ მაკ-კართის ოჯახში. [8] [9] ის მსახიობისა და მოდელის ჯენი მაკ-კართისა და პროფესიონალი კალათბურთელის ჯოან მაკ-კართის ბიძაშვილია. [10] მაკ-კართი დიდ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ოჯახთან ერთად ფერმაში გაიზარდა. მისი მამა ირლანდიელი წარმოშობისაა, დედა კი ინგლისელი, გერმანელი და ირლანდიელი წარმოშობისა. [11] [12] [13] ზოგიერთი მისი წინაპარი იყო კორკის საგრაფოდან. [14] მან დაამთავრა ილინოისში, ჯოლიეტში მდებარე „წმინდა ფრენსის აკადემია“ (ახლანდელი ჯოლიეტის კათოლიკური აკადემია). მისი კარიერა დაიწყო ლოს-ანჯელესში, მოგვიანებით კი გაგრძელდა ნიუ-იორკში. [15] მაკ-კართი არის „The Groundlings“-ის კურსდამთავრებული, ''The Groundlings'' არის იმპროვიზაციული და ესკიზური კომედიური დასი, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. [16] [17]
2005 წლის 8 ოქტომბერს მელისა მაკ-კართი დაქორწინდა მსახიობზე და ''The Grounlings''-ის კურსდამთავრებულზე, ბენ ფალკონზე. [18] [19] წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, ვივიანი და ჯორჯეტი. [20] მაკ-კართის ორსულობა ვივიანზე დაიწერა Gilmore Girls-ის ბოლო სეზონში. ვივიანმა და ჯორჯეტმა მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის ფილმში ბოსი.
მისი მეუღლე, ფალკონი ხშირად ჩნდება მაკ-კართის ფილმებსა და სერიალებში, მათ შორისაა ფილმები: ''გილმორის გოგოების'' მესამე სეზონის ეპიზოდი, ''ცხრანი'', ''მეჯვარეები'', ''პოლიციელები ქვედაბოლოებში'', ''ტემი'', ''ქურდის იდენტიფიკაცია'', ''სამმაგი აგენტი'', ''ბოსი'', ''წვეულების სული'', ''ბედნიერი პერიოდის მკვლელობები'', და ''შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?''.
სერიალის ''მაიკი და მოლის'' დაარსების შემდეგ, მაკ-კართიმ სულ 75 ფუნტი (35 კილოგრამი) დაიკლო. იგი წონის დაკლების მიზეზებად ასახელებს: მაღალ პროტეინებს, რეგულარულ ვარჯიშს და ''ძალიან მოსაწყენ ცხოვრებას'', რომელიც საღამოს 8-ის ნახევარზე დაძინებას გულისხმობს.[21]
2013 წელს მაკ-კართიმ მეუღლესთან ბენ ფალკონთან ერთად დააარსა საპროდიუსერო კომპანია ''On the Day Productions''. [22] ფილმი ''ტემი'' კომპანიის პირველი პროექტი იყო, და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. [23]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.