![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Medici-_Masters_of_Florence.jpg/640px-Medici-_Masters_of_Florence.jpg&w=640&q=50)
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები
From Wikipedia, the free encyclopedia
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები (ინგლ. Medici: Masters of Florence) — 2016 წელს გამოსული იტალიურ-ბრიტანული ისტორიული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს მედიჩების ოჯახის აღზევების ისტორიას პაპის ბანკირობიდან ფლორენციის მბრძანებლობამდე. სერიალის მოქმედება XV საუკუნის იტალიაში ხდება.
სწრაფი ფაქტები მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები, ჟანრი ...
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები | |
---|---|
![]() | |
ჟანრი |
ისტორიული დრამა პოლიტიკური თრილერი |
ავტორი |
ფრენკ სპოტნიცი ნიკოლას მეიერი |
კომპოზიტორ(ებ)ი |
პაოლო ბუონვინო იან არბერი |
ქვეყანა |
იტალია გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 3 |
სერია | 24 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ფანია პეტროკი |
ხანგრძლივობა | 52 წუთი |
ეთერში | 18 ოქტომბერი, 2016 — 11 დეკემბერი, 2019 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
დახურვა
სერიალის პრემიერა 2016 წლის 18 ოქტომბერს შედგა[1]. სერიალი გაიყიდა 190 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის Netflix-ზე აშშ-ში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და ინდოეთში[2], ასევე SBS-ზე ავსტრალიაში[3]. მის პირველ ეპიზოდს გაშვებისას 8.04 მილიონი ნახვა ჰქონდა[4].